სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნურიდა ბაირამოვამ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვა
14-05-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნურიდა ბაირამოვამ საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვა. სკოლის აღსაზრდელმა მეორე ადგილი დაიკავა.

„სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კიდევ ერთი წარმატება ხვდათ წილად. მოგეხსენებათ, რომ სკოლა აზერბაიჯანულია და მიუხედავად ენის ბარიერისა, მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ კონკურსებში. ამჯერად, საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში სავანეთის საჯარო სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მეათე კლასის მოსწავლემ ნურიდა ბაირამოვამ გაიმარჯვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. მას სიგელი, პლანშეტი, სიმბოლური მოსასხამი გადაეცა.ასევე სერტიფიკატები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს.

მთელი სკოლა წარმატებას ზეიმობდა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებს მოტივაცია და განწყობა აუმაღლდათ, მათ თვალწინ მოხდა უბრალო პატარა სოფლის სკოლის აზერბაიჯანელი გოგონას გონებრივი შესაძლებლობების აღიარება, თვითრეალიზაცია, თვითაქტუალიზაცია. ეს იყო ერთი საფეხურით ამაღლება, წინსვლა სასკოლო საზოგადოებისთვის და იმ პედაგოგისთვის, ვინც მოამზადა მოსწავლე.

სკოლის ერთი მოსწავლის წარმატება ყველას წარმატებაა, მთავარია მონაწილეობა, გამოცდილების გაზიარება და ის დადებითი მუხტი, რაც პოზიტიურ სასწავლო გარემოს ქმნის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება