| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაიონის ისტორიული ძეგლები და ტრადიციები შესიწავლეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სოფელ ჩხიკვთაში მდებარე სამების ეკლესია მოილოცეს და ,,სამებობის“ დღესასწაულის ტრადიციას გაეცნენ.
„თეთრიწყაროს ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ჩხიკვთაში არის სამების ეკლესია სადაც იმართება ,,სამებობა“. წელს, 30 აპრილს, გადავწყვიტეთ მოგველოცა ეს წმინდა ადგილი და თან გავცნობოდით იმ ტრადიციას, რომელიც თან ახლავს ამ დღესასწაულს. აქვე არის ალგეთის წყალსაცავი და გავეცანით მის ადგილმდებარეობასა და დანიშნულებას. ინტერნეტით მოძიებული მასალების დახმარებით გავიღრმავეთ ცოდნა ამ მიდამოებთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვესწავლა რაიონის ღირშესანიშნაობები. ჩვენდა გასახარად, სამების ეკლესიაში შეგვხვდა ჩვენი რაიონის მკვიდრი, ცნობილი მსახიობი, დავით ბეკოშვილი. ბატონი დავითი ჩვენს ბავშვებს ესაუბრა რაიონის ისტორიულ ადგილებზე. თავის მხრივ, ბავშვებმა დაგვატკბეს თავიანთი წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით. ეს დღე ჩვენს ცხოვრებაში იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღედ, რომელიც აღარასოდეს დაგვავიწყდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა