TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა მოეწყო
30-04-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებელ ლალი მაისურაძის ორგანიზებით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა - მ.ვარდიაშვილმა, მ.მახნიაშვილმა, მ.ასლამაზიშვილმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და მოსწავლეებს დაურიგეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ( ლ.კიკოლაშვილი, მ.ბუდაღაშვილი, ნ.კანდელაკი) მხარდაჭერით, თემაზე - „დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს, ის იტყოდა...“  ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს. 

ინგლისური ენის მასწავლებელ შ. ფირცხალავას დახმარებით მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართულიდან ინგლისურ ენაზე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სლოგანები თარგმნეს და ორენოვანი გაზეთი გამოუშვეს.

აღნიშნულ თემაზე V-VI კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

X კლასის მოსწავლე ბადრი სულხანიშვილმა, უმცროსკლასელთათვის მინილექცია ჩაატარა. ლექცია მოიცავდა ვიდეოფილმის ჩვენებას -„ჩვენი პლანეტა დედამიწა“.

„აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეთა ინფორმირებულობას „დედამიწის დღის“ დაარსებასთან დაკავშირებით„,-ანიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება