სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი პროექტი „კლიმატის ცვლილება“ განხორციელდა
25-04-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის მე-7 კლასში ინგლისურენოვანი პროექტი „კლიმატის ცვლილება“ განხორციელდა. 

პროექტს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე ხელმძღვანელობდა. 

„თემის აქტუალურობა: კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომლის გადაჭრისთვისაც პასუხისმგებლობა ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს. პროცესის შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციებია საჭირო, რაც დღევანდელ რეალობაში, რთული მისაღწევია. საჭიროა გლობალური მობილიზაცია და ბრძოლა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში რომ ვიცხოვროთ.კლიმატის ცვლილება ყველა ქვეყანას და რეგიონს ეხება.მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყანა, და მათ შორის საქართველოც, უკვე დგას კლიმატის მიმდინარე ცვლილების შედეგების სერიოზული ანალიზისა და საკუთარი განვითარების გეგმებში სათანადო კორექტივების შეტანის აუცილებლობის წინაშე“ - აღნიშნა მან. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:  ნამარხი საწვავის წვა - სათბურის ეფექტი, ფერმერობა, ტყეების გაჩეხვა, ალბედოს ნაკლებობა, ცვლილებები მზეზე, ვულკანების აქტივობის შეცირება, ავტომობილების მართვა. მათ ასევე განიხილეს კლიმატის გამომწვევი მიზეზები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. მოსწავლეებმა დაინახეს განსხვავება კლიმატსა და ამინდს შორის, შეასრულეს სხვადასხვა სახის გრამატიკული სავარჯიშოები, უყურეს მოკლე ანიმაციურ ფილმებს კლიმატის ცვლილებსა და სათბურის ეფექტზე. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება