სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
17-04-2019
-
+


 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამ დღისთვის სპეციალურად  სკოლის შენობის ჰოლში დაიხატა „პანო“, რომელსაც „ჩემი ხატია სამშობლო“ ჰქვია. გაკეთდა ანბანის სვეტი, რომელიც მოხატულია ქართული ასომთავრული ანბანით.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თალიკო ქარდავამ ბავშვებს უამბო ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, ისაუბრა აგრეთვე 14 აპრილის მნიშვნელობაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ცალკეული ადამიანები და მთელი ერი ქართული ენისა და ანბანის გადასარჩენად.

პატარებმა ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

მასწავლებელმა ნანი ჯოლოხავამ და გულნაზი სიჭინავამ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

დაწყებითის მასწავლებელმა ფირუზა გოგოხიამ კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარა, ჟიურიში მოწვეული იყო 86 წლის ქალბატონი ნელი ცირამუა, კალიგრაფიის ოსტატი ის 52 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას, ნაკიფუს თემში და რაიონში საბჭოთა პერიოდიდან. რაც ბანერი, აბრა, სააღლუმო ლოზუნგები შექმნილა მისი ლამაზი ხელით იყო შესრულებული.

კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. ხელოვნების მასწავლებელმა ნანი კვარაცხელიამ სულ პატარებისთვის ილუსტრირებული ზღაპარი შექმნა „ხუთი ხმოვნის თავგადასავალი“ ზღაპრის ელექტრონული ვერსია გააკეთა ი.ს.ტ - ის მასწავლებელმა ეკატერინე ჭანტურიძემ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება