| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 აპრილის თემას მიეძღვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ფოიეში IX-X კლასის მოსწავლეთა მიერ გამოფენილი ნამუშევრები თემაზე „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.
გამოფენის ორგანიზატორი სახვითი ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხეტიანი იყო.
„მოსწავლეებმა გაიგეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობას. 9 აპრილი არის დღე ტრაგედიისა და დღე ზეიმისა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ეს იყო ხელოვნების დაუვიწყარი კადრების, ფაქტების ნაზავი საქართველოს ისტორიიდან, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ ერს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სკოლის საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
წუთიერი დუმილის შემდგომ მეცხრე კლასის მოსწავლემ წაიკითხა ლექსი 9 აპრილზე:
„კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით
ეს დიდი ტკივილი არასდროს ჩაქრება
სანამ იარსებებს ერი“.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა