სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ჯვარას საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლე ელენე იოსელიანი
16-04-2019
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ელენე იოსელიანი ხატავს როგორც ნატურმორტს ასევე პეიზაჟს. მის მიერ შესრულებულ ყველა ნახატში კი იგრძნობა სისადავე  და  პოზიტივი.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლა ერთ-ერთი მაღალმთიანი სკოლების ჩამონათვალშია. მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ცენტრიდან  მოშორებით მდებარეობა, სულაც არ უშლის ხელს მოსწავლეებმა გამოიჩინონ ნიჭიერება და თავისი შემოქმედებითი უნარით იყონ გამორჩეულები. სკოლაში, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, ყველა მოსწავლე არის გამორჩეული თავისი ინდივიდუალიზმით.

მეოთხეკლასელი ელენე იოსელიანი არის პუნქტუალური, ყოფაქცევით სანიმუშო, თავაზიანი; აქვს მხატვრულ-შემოქმედებითი უნარი; შეუძლია შეარჩიოს, დახატოს და იმსჯელოს ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებზე; განსაზღვროს თუ როგორი ილუსტრაციები არის შესასრულებელი: შავ-თეთრი თუ ფერადი, ცივი თუ თბილი. ხატავს როგორც ნატურმორტს ასევე პეიზაჟს. მის მიერ შესრულებულ ყველა ნახატში იგრძნობა სისადავე  და  პოზიტივი.

იმედია, ელენე უკანა პლანზე არ გადაწევს ამ დიდ შესაძლებლობას და თავისი ნიჭის აღზევებას უფრო დიდ დროსა და ენერგიას დაუთმობს. ჩვენ კი გზას დავულოცავთ  ამ პატარა გოგონას ნათელი მომავლისკენ“, - ნათქვამია ჯვარას საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება