სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით უპრეცედენტო საპილოტე პროექტი დაიწყო
22-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი „აქტიური სპორტი ყველა სკოლას“ დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. 

სამინისტროს მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში.

პროექტის ამოქმედება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვაში მნიშვნელოვანი როლი, სწორედ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაუმჯობესებას ენიჭება. 

იმისათვის, რომ სპორტი სწავლების ყველა საფეხურზე თანაბრად იყოს აქტიური, საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულნი ვაჟები და გოგონები, ასევე მოსწავლეები, რომლებიც სპორტული მონაცემებით არ გამოირჩევიან, აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება, მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვა. 

შედეგად, მოტივირებული და გადამზადებული მასწავლებელი უზრუნველყოფს - მოსწავლეთა უმრავლესობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, ჩართოს საგაკვეთილო პროცესში და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას და მათ ფიზიკურ განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება