| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ხცისის და ოსიაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მეგობრობის მემორანდუმი გააფორმეს.
ხცისის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოსიაურის და ხცისის სკოლების მოსწავლეებმა ხცისის სკოლაში ნამდვილი მეგობრობის ზეიმი მოაწყეს.
„გულთბილი სტუმარმასპინძლობა; სიყვარულით და სითბოთი სავსე სიმღერები ცეკვები და ლექსები - ასეთი იყო მოსწავლეთა ინიციატივა რომელიც ამ ორ სკოლას შორის მოგობრობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. გაფორმდა მოსწავლეების მიერ შემუშავებული მეგობრობის მემორანდუმი. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები და აქტივობები. შეხვედრაზე ოსიაურის სკოლამ გააკეთა პროექტის - „წიგნად მოყოლილი ტკივილი“ პრეზენტაცია და სწორედ ამ პროექტის გაგრძელება იქნება სამომავლო აქტივობები რომელსაც ოსიაურის და ხცისის სკოლის მოსწავლეები ერთად განახორციელებენ. გარდა ამისა მეგობრობის მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ლაშქრობები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“