| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში „9 აპრილის კვირეული“-ს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კვირეულის ფარგლებში შექმნილი პოსტერები და კედლის გაზეთები, მოისმინეს თემატური მუსიკალური ნომრები, გამოცხადდა სასკოლო კონფერენციის „ცხრა აპრილი - დღე მწუხარების და დღე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა“ გამარჯვებული თემები.
ისაუბრეს 9 აპრილს გადაღებული დოკუმენტური კადრების და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. კვირეულს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების და გეოგრაფიის პედაგოგები.
1989 წლის 9 აპრილის
ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის
ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით
მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა,
ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“