TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვიკვინია ბლოგპოსტების კონკურსის გამარჯვებულია
10-04-2019
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვიკვინია „ლიბერალის“ ბლოგპოსტების კონკურსის გამარჯვებულია. 

,,ლიბერალი"-ს რედაქციამ ორი თვის წინ გამოაცხადა ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეთათვის ბულინგის თემაზე. ერთი თვის წინ რედაქციამ გამოავლინა 15 საუკეთესო ბლოგპოსტი, რომელთა შორის მოხვდა მეცხრე კლასის მოსწავლის ანა კვიკვინიას თემა ,,როცა წაგება ბადებს აგრესიას“. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სულ რამდენიმე დღის წინ კი გახდა ცნობილი, რომ ლიბერალზე წაკითხვების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულია ანა კვიკვინია, რომელიც კონკურსის დებულების თანახმად მიიღებს 300-ლარიან ვაუჩერს წიგნების მაღაზიაში.

,,ჩემი თემა ჭადრაკში წაგებისას ზოგიერთი მშობლის და მწვრთნელის არასწორ რეაგირებას ეხებოდა. მიხარია, რომ თბილისის ჭადრაკის საერთაშორისო აკადემიამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვალა ჩემი თემის თავის გვერდზე განთავსება და ინგლისურენოვანი თარგმანის გაკეთება. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა თემა და ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე ქების მესიჯი. მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქალბატონ ნინო ცხადაიას, პედაგოგს ,,სამოქალაქო განათლებაში“ შორენა ბუკიას და ყველა ჩემს გულშემატკივარს“ -  ამ სიტყვებით გამოხატა თავისი ემოცია ანამ.

პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ანა კვიკვინიას ამ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება