| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი-,,ტყის ბინადარნი“ დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სცენარიც მოსწავლეებმა შეადგინეს და მსახიობებიც თავად იყვნენ. მოსწავლეებმა გრიმიორობა და სცენის ვიზუალური გაფორმებაც ითავეს.
„სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე გამოირჩევა ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი მიდრეკილებით, ზოგი ხატავს, მღერის, ძერწავს, ზოგიც ლამაზ აპლიკაციებს ამზადებს. და ა. შ. VI კლასელებიც არ ჩამორჩებიან სხვებს, სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტეს. სცენარიც მათ შეადგინეს, მსახიობებიც თვითონ იყვნენ იყვნენ, გრიმიორებიც და სცენის მომწყობებიც. პირველად მაყურებელი სცენით მოიხიბლა, შემდეგ მათი ჩაცმულობით, შემდეგ კი რაც მთავარია როლების შესრულებით. მოსწავლეებს ეხმარებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელიზა ნოზაძე. იყო მშობელთა ჩართულობაც ბავშვებს გვერდით ედგნენ და ეხმარებოდნენ. მაყურებელი ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ და პატარა მსახიობებს წარმატებები უსურვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას