| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019 წელს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ პარლამეტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პედაგოგთა დიდი ჯგუფი გაიგზავნა.
„ომბუდსმენის რეკომენდაციაში საუბარი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზების მიზნით, გაგრძელდეს ენის შესასწავლი პროგრამები. მარტო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 2018 წელს დაახლოებით 175 არაქართულენოვან სკოლაში, ქართულის, როგორც ენის მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო მივლენილი.
არაქართულენოვანი სკოლების ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში დამხმარე მასწავლებლების და კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ განხორციელდა დაახლოებით 1 000-მდე პროექტი, რაც ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობის მოსწავლეებში განავითარონ ენობრივი კომპეტენცია ქართულ ენაში.
2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება და სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების მეთოდებზე ტრენინგების, სასწავლო მოდულების ჩატარება“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას