| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში. ქარი იქროლებს ასევე, 24 და 25 მარტს, აგრეთვე, 28-დან 29 მარტის ჩათვლით.
ამის შესახებ etaloni.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე თქმით, 27 და 28 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.
„დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 26 და 27 მარტს მოიმატებს. აგრეთვე, თვის ბოლოს 30 და 31 მარტს, დაახლოებით +18, +20 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში, განსაკუთრებით 25 მარტის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება დაახლოებით +10 +14 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 25 მარტის ჩათვლით იქნება ტემპერატურა დაბალი. 26 და 27 მარტს გამოიდარებს. 28 მარტიდან კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
ნალექი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 22 და 23 მარტს და თვის ბოლოს.
მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია იყოს თოვლი“, - გვითხრა დოდო გვაზავამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი