| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67 344 მასწავლებელია დარეგისტრირებული, მათ შორის ყველაზე მეტი - 18 585 პედაგოგი მათემატიკას ასწავლის.
როგორია საგნების მიხედვით მასწავლებელთა გადანაწილება და რომელ საგანში გვყავს ყველაზე მეტი მასწავლებელი; ამასთან, რომელ საგნებს ასწავლიან მამაკაცები ყველაზე მეტად - აღნიშნულ ინფორმაციას etaloni.ge განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით გთავაზობთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი მასწავლებელი მათემატიკაში გვყავს, რომელთა რაოდენობა - 18 585-ია, მათ შორის ქალი - 16 922-ია, ხოლო კაცი - 1 663. ამასთან, ყველაზე მეტი ქალი მასწავლებელი 17 409, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის (I-XII კლასები); რაც შეეხება კაც მასწავლებლებს, ყველაზე მეტი კაცი პედაგოგი - 3 113, სპორტის საგანში გვყავს.
დეტალური ინფორმაცია საგნების მიხედვით ქალი და კაცი მასწავლებლების გადანაწილების შესახებ:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...