სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მრავალეთნიკური წალკა და Izrune.ge, როგორც გამაერთიანებელი წარმატება
07-03-2019
-
+


წალკის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი, რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლა Etaloni.ge-ს ერთგული და წარმატებული თანამოაზრეა და წალკის რესურსცენტრი სასკოლო ცხოვრების აქტიური წარმოჩენა-წახალისებისთვის ლიდერთა ხუთეულშია.

აუდიტორიამ აღნიშნა, რომ Izrune.ge საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე მამოძრავებელი ძალაა და პორტალში მრავალეთნიკური წალკა აქტიურად ჩაერთვება.

პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

ამასთან, რესურსცენტრმა და დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული“, „სუპერ“ და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება