სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ილია II -მ izrune.ge და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის დიდი ოჯახი დალოცა
07-03-2019
-
+


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საქართველოს საპატრიარქოში ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge -სა და მის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრას მეუფეები, პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ესწრებოდნენ.

მათ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საუკეთესო მექანიზმად izrune.ge განიხილეს, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებას, სულიერი ფასეულობების გაფრთხილებასა და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება.

შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი ბავშვობა, სკოლის პერიოდი გაიხსენა და სტუმრებს დადებითი თუ მტკივნეული შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოცდილება გაუზიარა.

მარიამ ჯაშის შეფასებით, izrune.ge თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს ეფექტურად უწყობს ფეხს და განათლებულ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალ თაობაზე ზრუნვის ყველა ინიციატივას, ბუნებრივია, სახელმწიფოც მხარს უჭერს და მიესალმება.

ირინე აბულაძემ izrune.ge-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო მიზნებსა და ხედვებზე ისაუბრა.

მეუფე შიომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა და სამომავლო სამუშაო შეხვედრებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. მას იმედი აქვს, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი სასკოლო გარემოს მეტად შემწყნარებლურს, განათლებასა და ერთმანეთის ზრუნვაზე ორიენტირებულს გახდის, ბავშვებს მრავალმხრივ უნარს, მათ შორის სიღრმისეულ მსჯელობას ასწავლის და მნიშვნელოვანი აქცენტები სულიერი ღირებულებების განმტკიცებაზე გაკეთდება.

ილია II-მ izrune.ge და საგანმანათლებლო სივრცის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები დამსწრეებთან ერთად მიმოიხილა და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და მზრუნველობის გამოჩენა ურჩია.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა სტუმრები დალოცა და izrune.ge თავისი დიდი ოჯახით აკურთხა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება