სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაბალ საფეხურებზე მოსწავლეების შეფასება შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს“ - სოფო გორგოძე
27-02-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებდა, ასე რომ მისი მოხსნა განათლების ხარისხზე არ იმოქმედებს.

ამის შესახებ სოფო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე მოქმედებდა ე.წ. მაღალი რისკის შეფასებები, რის შედეგადაც მოსწავლეები თუ გამოცდებში იჭრებოდნენ, სკოლის ატესტატს ვერ იღებდნენ და შესაბამისად უნივერისტეტში სწავლას ვერ აგრძელებდნენ. ახლა კი განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ შეფასება იყოს განვითარებაზე ორიენტირებული და დაინერგოს დაბალ საფეხურებზე.

„მნიშვნელოვანია კომპლექსურად დაიგეგმოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ შეფასების ტიპი და ფორმა შევცვალოთ. აქამდე ჩვენ გვქონდა ე.წ მაღალი რისკის შეფასებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეფასების შედეგად ბავშვს შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი დაუდგეს, ასეთი შეფასებების ნაცვლად, სადაც ბავშვები იჭრებიან და შემდეგ ვეღარ აგრძელებენ უმაღლეს განათლებას, ჩვენ დავგეგმავთ შეფასებებს უფრო დაბალ საფეხურებზე. ვთქვათ, დაწყებითი საფეხურის ბოლოს, საბაზო საფეხურის ბოლოს, იმისათვის, რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებსაც, თვითონ ბავშვებსაც და სკოლებსაც, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება განვითარდეს ბავშვი.

შეფასება უფრო მეტად გვინდა რომ იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. როცა 12 წლის ბოლოს ვაკეთებთ ამ გამოცდებს, ბავშვი იჭრება და აღარაფერი შეგვიძლია სკოლას რომ გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია, რომ მანამდე მივცეთ ეს ინფორმაცია. თუ დაწყებითის და საბაზოს ბოლოს შევაფასებთ, არის დრო იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს, ვიდრე 12 წლის ბოლოს რომ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ბავშვების უმეტესობა გვეჭრება გამოცდებში“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

ასევე იხილეთ: „უნდა გადაიხედოს რეგულაციები, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილების 30%-ის გაცდენის შესაძლებლობას აძლევს“- სოფო გორგოძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება