სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ, სამასწავლებლო

„მთავარია იყო მიზანდასახული, პროგრესირებადი და არასდროს დანებდე“ - საჩხერელი მასწავლებლის მსოფლიო წარმატება
19-02-2019
-
+


საჩხერე ერთი პატარა ქალაქია. მისი სახელი აქამდე მხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის თუ იყო ცნობილი, თუმცა ეს რეალობა რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. ამ ცვლილების შემოქმედი საჩხერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ტყემალაძეა, რომელმაც ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა. 

პედაგოგი სკოლაში უკვე 27-ე წელია ასწავლის. მასწავლებლობა ბავშვობიდანავე უნდოდა. საკუთარი არჩევანი მეხუთე კლასში გააჟღერა, როცა კლასში ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი შემოვიდა. მასწავლებლით მოხიბლულმა გადაწყვეტილება დედას გაანდო და ასე გახდა მაია ტყემალაძე ჯერ ინგლისური ენის პედაგოგი, შემდეგ კი ასეთი პრესტიჟული სტატუსის მფლობელი. 

„წელს „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირის“ 100 წლისთავი იყო და სწორედ ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ მასწავლებლებსაც მიეღოთ მათ კონკურსში მონაწილეობა. ზოგადად კი, ორგანიზაცია კონკურსებს მოსწავლეებისთვის ატარებს. „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირს“ პრინცესა ანა ხელმძღვანელობს და ორგანიზაცია დედოფალ ელიზაბეტ მეორეს პატრონაჟით ფუნქციონირებს. მე კონკურსზე „მასწავლებლის სახლიდან“ წარმადგინეს, კერძოდ კი ნონა პოპიაშვილმა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მარინა ციციშვილმა“. 

კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს ესე უნდა დაეწერათ, სადაც ახსნიდნენ, თუ როგორ ავითარებდნენ მოსწავლეებში საუბრისა და მოსმენის უნარებს. 500 სიტყვიანი ესეს, რეკომენდაციებისა და დახასიათების გაგზავნის შემდეგ ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. 

„თავდაპირველად საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი, შემდეგ კი მეორე ადგილი დავიკავე (პირველი ადგილი შოტლანდიელ მასწავლებელს ხვდა წილად)“. 

მისი თქმით, ეს ჯილდო და სტატუსი მისთვის ძალიან საპატიოა, ისევე, როგორც პედაგოგობა და ბავშვების სიყვარული. 

„მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სკოლისა და მოსწავლეების გარეშე. ვცდილობ, რომ მათთან მუშაობისას ინოვაციები და სიახლეები დავნერგო. გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ დებატებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს. ენა არსებობს იმისთვის, რომ ის გამოიყენო, როცა გჭირდება და ამას მხოლოდ თეორიებით ვერ მიიღებ. მე მათ ვასწავლი უცხო ენის პრაქტიკულად გამოყენებას“. 

საჩხერელი მასწავლებლის წარმატება საქართველოს საზღვრებს უკვე გასცდა და ის ახლა სხვა მასწავლებლებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. 

„მთავარია იყო მიზანდასახული, პროგრესირებადი და არასდროს დანებდე, მხოლოდ ასე თუ მიაღწევ შედეგს. მათ ვურჩევ, რომ ბევრ კონკურსში სცადონ ბედი და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას“. 

საჩხერე ისევ პატარა ქალაქია, თუმცა მისი სახელი უკვე ყველასთვისაა ცნობილი - საჩხერელი პედაგოგის, მაია ტყემალაძის მსოფლიო წარმატების დამსახურებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება