სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''აჟარის ეტალონის'' მონაწილეებს გულშემატკივრები ქართული სიმღერებით ამხნევებდნენ
20-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''აჟარის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ღონისძიება აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ეგიდით გაიმართა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საზოგადოებრივ კოლეჯ ''ორიენტირში" ჩატარდა.      

გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი, აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი, კულტურის სამსახურის უფროსი მაია მიქიანი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''აჟარის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N54 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლერი პირველი დაეუფლა.

''აჟარის ეტალონი მოსწავლე''ლერი პირველი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მომავალ თაობას სტიმულს და თავდაჯერებას მატებს:

''სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი. შეჯიბრის დროს ვნერვიულობდი. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის გამარჯვება. მომავალ ''ეტალონელებს''ვურჩევდი, რომ ნაკლებად ინერვიულონ და არ იღელვონ. დრო საკმაოდ დიდია, მაგრამ მაინც უნდა აკონტროლონ. უნდა იყვნენ თავდაჯერებულები. ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია და მომავალ თაობას სტიმულს, მოტივაციას, თავდაჯერებულობას, ცოდნას მატებს.'' 

საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი გოჩა ტყეშელაშვილს და ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის:

''ეტალონი'' - ეს არის შემეცნებითი პროექტი. მადლობა მინდა გითხრათ ''ეტალონისთვის''. მოსწავლეები უფრო მოწადინებულები არიან, რომ იმეცადინონ, მეტი იკითხონ, მოტივაცია გაცილებით მეტი ჰქონდეთ. ყველა ცდილობს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს და ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და შემოქმედებით ჯგუფს.'' 

გამგებლის მოადგილის ხვანთქარ დევდარიანის თქმით, ''ეტალონი'' განსაკუთრებული შეჯიბრია, სადაც ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ერთვებიან:

''ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩატარდა. ''ეტალონი'' ნამდვილად კარგი პროექტია. მივესალმები ინტელექტ-შეჯიბრს. ახალგაზრებისთვის ამაზე უკეთესი პროექტი მე არ მეგულება. ''ეტალონი'' ნამდვილად ეროვნული პროექტია. განსაკუთრებული შეჯიბრია, სადაც ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.''  

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ბეჟან ფიფია აღნიშნავს, რომ ''ეტალონს'' ანალოგი არ აქვს:

''ეტალონი'' ზრუნავს ახალგაზრდების სწავლა-განათლებაზე, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანი პროექტია. ზრდის ბავშვებში მოტივაციას. ამ პროექტს ანალოგი არ აქვს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საუკეთესო მოსწავლეები მონაწილეობდნენ ''ეტალონში''. ყველაფერი საინტერესოდ წარიმართა. კითხვები კარგად იყო შერჩეული.'' 

რესურსცენტრის უფროსის ქეთევან არღვლიანის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრს დიდი ინტერესით ელოდნენ: 

''დიდი ინტერესით ველოდებოდით ამ დღეს. შარშანაც ჩავატარეთ, წელს მეორედ ჩატარდა ჩვენთან ''ეტალონი''. ძალიან კმაყოფილები ვართ. ''ეტალონი'' ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტია. მოსწავლეები გამოცდილებასაც იძენენ, ინტერესი უჩნდებათ, მეტი სტიმული აქვთ.'' 

''აჟარის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლერი პირველი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება