სიახლეები
საინტერესო

5 ქალი მასწავლებელი, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს
08-03-2019
-
+


ამ ხუთმა ქალმა მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა, როგორც პედაგოგმა. თითოეული მათგანი ისტორიაში შევიდა, როგორც ნოვატორი და თავისი საქმის პროფესიონალი.

გთავაზობთ 5 ქალ პედაგოგს, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

ენ სალივანი / Anne Sullivan (1866-1936)

„უიღბლობის არ შეგეშინდეთ, ყოველ ჯერზე, როცა წარუმატებლობა წამოგეწევათ, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, მანამდე სანამ მიზანს მიაღწევთ - შესაძლოა, იმას არა, რომელიც დასაწყისში დაისახეთ, მაგრამ იმას რომელსაც თქვენ სიხარულით გაიხსენებთ“.

                                                                                                                    ე. სალივანი

ამერიკელმა მასწავლებელმ სპეციალურ პედაგოგიკაში გარღვევა მოახდინა. იგი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ამერიკელი ავტორის, პოლიტიკოსისა და ლექტორის ჰელენ კელერის მასწავლებელი. ჰელენ კელერი იყო პირველი უსინათლო და სმენის არმქონე ქალი, რომელმაც განათლება და სამეცნიერო ხარისხი  მიიღო. კელერისა და მისი მასწავლებლის ენ სალივანის შესახებ, რომელმაც მასთან კომუნიკაციის დამყარება და განათლების მიცემა შეძლო სამი ფილმია შექმნილი.

ენ სალივანის ისტორია აღგვაფრთოვანებს. იგი ამერიკაში, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადადედა 8 წლის ასაკში დაკარგა, შემდეგ ძლიერი ავადმყოფობა დაატყდა თავს, რომელმაც მას ფაქტობრივად მხედველობა წაართვა. დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში კი ენზე და მის ძმაზე მამამ თქვა უარი და ისინი თავშესაფარში ჩააბარა.

10 წლის ასაკში გოგონამ მძიმე ავადმყოფობის შედეგად ძმაც დაკარგა. ადრე გადატანილი ტრაქომის გამო კი თითქმის ვერაფერს ხედავდა. 1880 წელს კი ენის ცხოვრებაში დადებითი მოვლენა მოხდა, რომელმაც მისი მთელი შემდგომი ცხოვრება შეცვალა. ენი პერკინსის უსინათლოთა სკოლაში ირიცხება. იქ მას ოპერაციას უკეთებენ, რომელიც მხედველობას ნაწილობრივ აღუდგენს. ენს განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. მახვილი გონებისა და ძლიერი ნების წყალობით კარგად სწავლას და მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორ მაიკლ ონანესთან სანდო ურთიერთობების აწყობას ახერხებს. 

სწორედ მაიკლმა შესთავაზა ენს, 1886 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ჰელენ კელერის მასწავლებელი გამხდარიყო.

შეხვედრა ორივე ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ორივე ისტორიაში შევიდა: ჰელენ კელერი - როგორც მწერალი და ლექტორი. ენ სალივანი კი როგორც ნიჭიერი პედაგოგი, რომელმაც უსინათლო და სმენის არმქონე გოგონას კითხვა და გარესამყაროსთან ურთიერთობა ასწავლა.

ელენ კეი / Ellen Karolina Sofia Key (1849-1926)

 

ელენ კეიმ თავისუფალი პედაგოგიკის პრინციპები ჩამოაყალიბა.

ელენი შვედეთის აგრარული პარტიის დამფუძნებლის, ემილია კეის ოჯახში დაიბადა. მისი დედა არისტოკრატი იყო და გოგონას შესანიშნავი საშინაო განათლება მისცა. ელენი ძალიან ლიბერალურ ატმოსფეროში იზრდებოდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის პედაგოგიურ შეხედულებებზე. მთელი ცხოვრების მანძილზე ელენი ღარიბი ოჯახების შვილებს ასწავლიდა. გადა მასწავლებლობისა ელენი აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას ეწეოდა, წერდა სტატიებსა და წიგნებს იმ დროისთვის მწვავე სოციალურ თემებზე. 

თავისუფალი აღზრდის მომხრე, წიგნის - „ბავშვის საუკუნე“(1899) ავტორი. ელენ კეი თვლიდა, რომ ადამიანის მსოფლმხედველობაში ცვლილებებს, მოაქვს ცვლილებები საზოგადოებაში. ბავშვისთვის აუცილებელია სამყარო, რომელშიც იგი თავისუფლად განვითარებას შეძლებს. 

ლოზუნგი „ვიცხოვროთ ბავშვებისთვის კეიმ შეცვალა ახლით: „მიეცით ბავშვებს ცხოვრების საშუალება“. „თავისუფალი პიროვნება ბოროტებას და უსამართლობას რომ წააწყდება  თავის უფლებებსა და იდეალებს დაიცავს“,-წერდა ელენ კეი.

მარია მონტესორი Maria Montessori (1870-1952)

 

„იმისთვის რომ ბავშვი აღზარდო - მას უნდა იცნობდე, მას რომ იცნობდე, - უნდა დააკვირდე, იმისთვის კი რომ დააკვირდე, - თავისუფლება უნდა მისცე“. 

                                                                                                                            მ. მონტესორი

იტალიელი პედაგოგი, ექიმი, ფილოსოფოსი და მეცნიერი. მან პრაქტიკაში ელენ კეის ფილოსოფიურ-პედაგოგიური იდეები და მოსაზრებები განახორციელა და მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები გახსნა, რომლებიც დღესაც პოპულარულია. 

საოცარია, მაგრამ პედაგოგი მარია მონტესორი შესაძლოა არც კი შემდგარიყო, ამ ნიჭიერი ქალის კარიერა სრულიად სხვა დარგში დაიწყო - მარია იტალიის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი, რომელმაც მედიცინის კურსი დაამთავრა. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელმაც მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი აიღო. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და მათი შესწავლა დაიწყო.

მოტესორიმ შექმნა პედაგოგიური გარემო, რომელიც ბავშვის მოთხოვნებს შეესაბამება და მის აქტივობას უჭერს მხარს.

მირტილა მაინერიMyrtilla Miner

 

ამერიკელმა მასწავლებელმა, აშშ-ში აფროამერიკელი გოგონებისთვის სკოლა დაარსა. იგი მთელ საზოგადოებას აღუდგა წინ და სკოლის განვითარებას თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

მაინერი ხელმოკლე ოჯახიდან იყო, სწავლა და წიგნები უყვარდა და პედაგოგის პროფესია აირჩია. 1844 წელს სწავლა წარჩინებით დაასრულა და მისისიპის სკოლაში მიავლინეს, სადაც პლანტატორების ქალიშვილებისთვის უნდა ესწავლებინა. იქ ჩასვლის შემდეგ, მაინერი მონობის სისასტიკეს წააწყდა. ეს მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო, რომელმაც მისი შემდგომი მიზნები და ცხოვრების აზრი განსაზღვრა.

მირტილა ცდილობდა მიეღო ოფიციალური ნებართვა, რომ აფროამერიკელებს ესწავლათ იმავე დაწესებულებაში, რომლებშიც პლანტატორების ბავშვები სწავლობდნენ, რასაც იმ დროს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

მირტილა მიხვდა, რომ ასეთი სკოლა თავად უნდა გაეხსნა. ახალგაზრდა ქალი გოგონებს არა მხოლოდ ასწავლიდა, არამედ ცდილობდა ისინი მომავალ მასწავლებლებად აღეზარდა, რათა თავიანთი ნათესავებისთვის ცოდნა გაეზიარებინათ.

საბოლოოდ, მწერალ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ფინანსური მხარდაჭერით  მაინერმა სკოლის გახსნა შეძლო. 

მირტილამ დამცირება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა გამოიარა, მაგრამ არ დანებებულა. ამ ბრძოლაში მან ისედაც სუსტი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაისუსტა და 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, ვაშინგტონში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლა მირტილა მაინერის სახელს ატარებს.

ადელ მარკუსი Adele Marcus (1906-1995)

 

ამერიკელი პიანისტი და პედაგოგი ოჯახში მეცამეტე ბავშვი იყო. როდესაც ადელი დაიბადა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გოგონა ერთ-ერთი ცნობილი პედაგოგი გახდებოდა და მსოფლიოში ცნობილი პიანისტების ორ თაობას აღზრდიდა.

ადელი ჯულიარდის სკოლაში სწავლობდა, კონკურსებში იმარჯვებდა და აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, მან უპირატესობა მასწავლებლის კარიერას მიანიჭა.

ადელი ჯულიარდის სკოლაში პედაგოგად დაბრუნდა და გამოჩენილი პიანისტები ენრიკე ბატისი, საი კოულმენი, ორასიო გუტიერესი, პასკალ ნემიროვსკი და სხვები აღზარდა.

გამოჩენილი მოსწავლეების წყალობით, ადელმა მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა. მთელ მსოფლიოში მასტერ-კლასებს ატარებდა და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი იყო.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება