სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეეხებათ თუ არა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ცვლილებები ეროვნულ გამოცდებზე - სოფო გორგოძე დეტალებზე
29-01-2019
-
+


ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსახორციელებელი ცვლილებები არ შეეხებათ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დამტკიცდა, ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შეეხებათ.

„აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის წელს არ იცვლება არაფერი. ისევე ჩაირიცხებიან ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამაზე, როგორც აქამდე აბარებდნენ.

რაც შეეხება ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს, მათ ენაში ექნებათ გამოცდა, თუმცა, ეს არ არის ახლა მომზადებული სიახლე, ზაფხულში იყო ეს ცვლილებები კანონში მიღებული, უბრალოდ ჩვენ მოგვიწევს ახლა, ამ წელს განვახორციელოთ ეს ცვლილება“,- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარე უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას, საკანონდებლო ცვლილებებით უნარების ტესტი აფხაზური და ოსური ენის ტესტით ჩანაცვლდა. შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მხოლოდ ერთი გამოცდით – აფხაზურ და ოსურ ენაში გამოცდით ექნებათ შესაძლებლობა უმაღლესში ჩაირიცხონ.

ასევე იხილეთ:  2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება