TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია“ - მიხეილ ბატიაშვილი
28-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლა უნდა გაძლიერდეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა კი მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის საატესტატო გამოცდებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ბავშვებსა და მშობლებს ორიენტირი არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ
ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა გაძლიერდეს. უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს.

სკოლა უბრუნდება სკოლის ფუნქციას, გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბავშვები ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები, რომელიც როგორც წესი, უნივერსიტეტში არ ადგებათ. ვფიქრობთ, ეს მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს. როგორც კვლევები გვაჩვენებს, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ გვაძლევს. ცვლილებების მიხედვით, სკოლა შეასრულებს თავის ფუნქციას და უნივერსიტეტებს ეძლევათ ავტონომია”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება