სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“
18-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რეფორმა საკლასო ოთახიდან იწყება არა კონკრეტული მითითებებით, არამედ სკოლის განვითარების ხელშეწყობით სამინისტროს მხრიდან.

„ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და მექანიზმები სკოლების განვითარებისთვის, მათ კი უნდა ჰქონდეთ მეტი ავტონომია განხორციელებისათვის. სკოლა უნდა იყოს ადგილი, რომელიც მუდმივად ვითარდება და სასკოლო კულტურა სწორედ სკოლის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, მათ გადამწყვეტი როლი ეკისრებათ. ეს უნდა იყოს არა ცენტრალიზებული, არამედ სამინისტროსა და სკოლის თანამშრომლობაზე დაფუძნებული განვითარება“,-განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა მასწავლებლის კრედიტქულების სისტემის გაუქმების  შესახებაც ისაუბრა.  მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება, რაც განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება, ახალი მიდგომების დანერგვა, რასაც სწორედ ეს ცვლილება ემსახურება.

მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე ცნობით, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი.

„სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი.

პედაგოგი კი რესურსებსა და ენერგიას უნდა ხარჯავდეს მხოლოდ საკლასო ოთახში განათლების ხარისხის ზრდის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ლადო აფხაზავა, სოფელ ჩიბათის სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი არის ნათელი მაგალითი, როგორია წარმატებული, შემოქმედებითი პედაგოგი.

მიხეილ ბატიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მასწავლებლის პროფესიაში მოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგაზრდების სტიმულირება და არ იყოს ბარიერები.

„აუცილებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, პროფესიაში მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები და არ შევუქმნათ მათ ბარიერები, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამისათვის სამინისტრო შესაბამის პირობებს შექმნის.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პოლიესტერი, ვისკოზა, ელასტინი... - სასკოლო ფორმების ქსოვილის მახასიათებლები ცნობილია

 

 

როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია

სკოლების უფლებამოსილება იზრდება - რა კომპეტენციები გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლებისთვის სამინისტრო სასაჩუქრე ბარათებს ყიდულობს 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე საზეიმო ხასიათს

მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მხიარულ ვიქტორინაში

„დედა ენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ენა ჩვენი იდენტობის მთავარი საყრდენია“ 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება