| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის მენეჯერთან ერთად, პროგრამის ექსპერტებს, ტრენერ-კონსულტანტებსა და პროფესიული განათლების მიმართულებით მომუშავე სხვა სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროგრამის სამოქმედო გეგმასა და საქმიანობის სტრატეგიას. ასევე გაიმართა პრეზენტაცია თემაზე – „პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები 2026“.
პროგრამის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტზე ორიენტირებული და ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. ამისათვის, ქვეპროგრამა ხელს უწყობს პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადებასა და უწყვეტ პროფესიულ ზრდას, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
2026 წელს განხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის რევიზია. პროგრამა განიხილება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც დამტკიცდება. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებლების შერჩევასა და გადამზადებას.
პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას. მათ შორისაა ტრენინგები, ვორქშოფები, კონფერენციები და მასტერკლასები. ცენტრი ასევე შეიმუშავებს და მასწავლებლებს, დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შესთავაზებს პროფესიული განვითარების გზამკვლევებსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსებს. გარდა ამისა, დაგეგმავს და განახორციელებს პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი საკომუნიკაციო ქსელების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს