სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება მინისტრის ბრძანებით - ვადები განსაზღვრულია
12-07-2026
-
+


განათლების მინისტრის ბრძანებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებას, ასევე, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას

„ცენტრი მიმართავს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას ან/და შესაბამისი დარგის წარმომადგენლებს და წარუდგენს ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/სტანდარტების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრის მიმართვიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით გამოხატოს მზაობა შესაბამის დარგში დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელშიც უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები.

დარგობრივი საჯარო დაწესებულება კი 30 კალენდარული დღის ვადაში ცენტრს წარუდგენს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

„გარდა გარკვეული შემთხვევებისა, დარგობრივ სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის მუშაობის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ჯგუფში უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები“, - ნათქვამია ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ქუთაისის N7 საჯარო სკოლა არის სივრცე, სადაც დირექტორის - ლილე ქარსელაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია ეფექტური სასწავლო გარემო
 

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება