სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საბავშვო ბაღი ვეღარ მოემსახურება აღსაზრდელების იმავე რაოდენობას...“ - იგეგმება თუ არა ბაღის ნაცვლად კორპუსის მშენებლობა
15-07-2026
-
+


გონიოში, N29 საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელის. ცნობილია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია. საუბარია კომპანიოა „ლაგი კაპიტალზე“, რომლის ორ წევრს ახალხან 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

შედეგად ხელშეკრულება შეწყდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი N29 ბაღის ადგილის გამოსყიდვა კონკრეტულ ბიზნესმენს კორპუსის მშენებლობისთვის სურს, რაზეც მერიამ განმარტება გააკეთა:

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე N29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.

2023 წელს N29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საბავშვო ბაღი ვეღარ მოემსახურება აღსაზრდელების იმავე რაოდენობას, რასაც არსებული ბაღი ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები, რომელიც აღსაზრდელების არსებულ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.

აქვე განვმარტავთ, რომ N29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.

წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

შესანახი ყუთების შეძენამდე სკოლებმა კონკრეტული რეკომენდაცია უნდა ნახონ - სათავსო სპეციალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს

 

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება