სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველო ლამაზო“ - ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საგანმანათლებლო პროექტი და  გზა სამშობლოს შეცნობისკენ
15-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე- 6 კლასი იწყებს განსაკუთრებულ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტს - „საქართველო ლამაზო“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი ქვეყანა, მისი ისტორია, კულტურა, ბუნება და ის უმნიშვნელოვანესი საგანძური, რომელსაც საქართველო ინახავს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ზაგაროს უღელტეხილზე და უშგულში - საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და უნიკალურ კუთხეში.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი ქვეყნის გაცნობა სწორედ სვანეთიდან იწყება - იმ მხარიდან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის სიძლიერის, გამძლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა. პროექტი გრძელვადიან ხასიათს ატარებს და მისი ფარგლებში ლენჯერის პირველი საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის, თამარ შუკვანის ხელმძღვანელობით, ეტაპობრივად იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ ძეგლებს, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს იქნება არა მხოლოდ მოგზაურობა სივრცეში, არამედ მოგზაურობა ცოდნის, თვითშეგნების და ეროვნული ღირებულებების სამყაროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მოსწავლეების სამშობლოსადმი დიდი სიყვარული, ცნობისმოყვარეობა და მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი. მათი გონიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლისადმი ინტერესი და ახალი ცოდნის მიღების მუდმივი სურვილი ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის აქტიური მხარდამჭერია სკოლის დირექტორი ელისო გულედანი.

„ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობთ სკოლის დირექტორის, ქალბატონ ელისო გულედანის მხრიდან, რომელიც ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს თითოეულ საინტერესო, შემოქმედებით და საგანმანათლებლო წამოწყებას. მისი მუდმივი თანადგომა, გულისხმიერება და სკოლის განვითარებისადმი ერთგული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ძალაა ყველა იმ პროექტისთვის, რომელიც მოსწავლეთა უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული. გვჯერა, რომ პროექტი „საქართველო ლამაზო“ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტად დააახლოვებს საკუთარ ქვეყანასთან, გააღრმავებს მათ ცოდნას, გააძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას და დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა თითოეული მონაწილისთვის. საქართველოს გაცნობა სვანეთიდან დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები სიყვარულით, ინტერესითა და ცოდნის წყურვილით გაივლიან“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება