სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ 
15-07-2026
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის IIIა და IIIგ კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულეს, სადაც შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ და აბრეშუმის წარმოების ისტორიასა და უნიკალურ ტექნოლოგიას გაეცნენ.

IIIა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამაში - „4 სიცოცხლე“, რომლის ფარგლებში გაეცნენ აბრეშუმის ჭიის განვითარების ეტაპებს, დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, შეასრულეს საინტერესო პრაქტიკული დავალებები და ცოდნა გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობებით გაამდიდრეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღემ ბავშვებს უამრავი ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება და სასიამოვნო ემოცია აჩუქა და დასძენენ, რომ გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, აბრეშუმის წარმოების ისტორიისა და პროცესის გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილებით სწავლა და კულტურული მემკვიდრეობის დაფასება. აღსანიშნავია, რომ IIIა კლასის დამრიგებელია ნათია ჭაბუკიანი გახვალვთ. 

10 ივნისს მუზეუმს ესტუმრნენ IIIგ კლასის მოსწავლეებიც. მათ დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიცია, მოისმინეს ინფორმაცია აბრეშუმის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ და დიდი ინტერესით გაეცნენ იმ ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც აბრეშუმი იქმნება. მიღებულმა ცოდნამ მოსწავლეების შემეცნებითი გამოცდილება კიდევ უფრო გაამდიდრა.

ორივე კლასისთვის მუზეუმში ვიზიტი საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ცოდნა პრაქტიკულ დაკვირვებასა და ინტერაქტიულ აქტივობებს შეუთავსეს, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადა.

შემეცნებითი ექსკურსიამ მესამეკლასელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა.

„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ასე ლამაზად, ახალი ცოდნით, სასიამოვნო ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავასრულეთ მესამე კლასი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება