| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ანაბასისი“ 5-10 წლის ბავშვებს ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარებას სთავაზობს.
სკოლაში საზაფხულო სკოლა დაიწყო, რომელიც პატარებს უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს - ბავშვები მონაწილეობენ შემოქმედებით საქმიანობებში, სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, სპორტულ და გუნდურ თამაშებში, შემეცნებით ღონისძიებებსა და სხვადასხვა გამოწვევაში.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორინები და აქტივობები, რომლებიც ბავშვებს ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობისა და ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
„საზაფხულო სკოლა დაიწყო!
ძვირფასო მშობლებო, ვიწვევთ 5-10 წლის ბავშვებს მხიარულ, შემეცნებით და მრავალფეროვან საზაფხულო სკოლაში!
საზაფხულო სკოლა იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 09:00 - 18:00 საათამდე, სკოლა „ანაბასისის“ ბაზაზე.
ბავშვებს ელოდებათ: შემოქმედებითი და ხელნაკეთი აქტივობები;
სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები;
სპორტული და გუნდური თამაშები;
შემოქმედებითი ღონისძიებები;
საინტერესო ისტორიები, ვიქტორინები და გამოწვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
ჩვენი მიზანია: ბავშვებმა ზაფხულის დღეები გაატარონ უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც სწავლა და გართობა ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით.
დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 579-20-26-83
598-00-85-90
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
შემოუერთდით საზაფხულო თავგადასავალს, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
საზაფხულო სკოლის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს