სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  
14-07-2026
-
+


 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ახორციელებს ტრენინგებს – „ინკლუზიური განათლება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის“. ცენტრის განმარტებით, ტრენინგების მიზანია ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება.
 
„ტრენინგმოდული „ინკლუზიური განათლება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის“შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა განვითარების ინდივიდუალური საჭიროებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
 
ტრენინგი ორიენტირებულია დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე, რათა მათ დროულად შეძლონ მოსწავლეთა ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა და ეფექტიანად განხორციელება.
„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების პირველ ეტაპზე, გადამზადდა დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის 500 მასწავლებელი.
 
ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეული გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიმართულებით. მათ ასევე შეისწავლეს შესაბამისი ინდიკატორების ამოცნობა, მოსწავლეთა ძლიერი მხარეებისა და მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრა, ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა და სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება.
 
ზოგადი განათლების რეფორმა ითვალისწინებს სპეციალისტთა მომზადების სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელ პროფესიულ კომპეტენციად ინკლუზიური მიდგომების ფლობის ჩამოყალიბებას.
 
ამ მიზნით, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად გადამზადდება დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელი, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ყველა მოსწავლისთვის თანასწორი, ხარისხიანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინრფორმაციაში. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება