| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის თეატრალურმა სტუდიამ 28 ივნისს მორიგი პრემიერა გამართა.
„თეატრი ათონელზე“ სტუდიამ წარმოადგინა უილიამ შექსპირის პიესა - „ქარიშხალი“, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა. მასვე ეკუთვნის ინსცენირება და მუსიკალური გაფორმება.
სპექტალში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები: საბა ბალახაძე, ანასტასია ხარატიშვილი, ავთო ხოსრუაშვილი, ნინო შავიძე, რატი თეგეტაშვილი, გიორგი შავიძე, ლუკა თურაზაშვილი, ნინი ბუაძე, თინათინ თამაზაშვილი, თამაზ კაბულაშვილი.
სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა გიმნაზიის პედაგოგმა - თათია ირემაშვილმა, ტექნიკური რეჟისორი გახლდათ გიმნაზიის მოსწავლე - ნიკოლოზ კაპანაძე, პროდიუსერი გიმნაზიის დირექტორის მოადგილე - იოსებ აფაქიძე.
სპექტაკლს, რომელმაც დიდი ემოციები და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა - გიმნაზიის პედაგოგები და თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასასრულს, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დადებითად შეაფასა სპექტაკლი, მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კობა სხილაძეს, მსახიობებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს - გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი