სიახლეები
ეტალონი

„ახალ წელს ვულოცავთ განათლების სისტემას, პედაგოგებს, ჩვენს ძვირფას ბავშვებს “ - საგანმანათლებლო რესურსცენტრების გულთბილი მილოცვა სრულიად საქართველოს
03-01-2019
-
+


საახალწლო მილოცვები, კეთილი სურვილები ადამიანებს განსაკუთრებულად კარგ განწყობაზე აყენებს. ამჯერად საახალწლო სურვილები საქართველოს სხვადასხვა რაიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებისგან დაგებედებათ.

ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- მინდა სრულიად საქართველოს და საგანმანათლებლო სისტემას, განსაკუთრებით მოსწავლეებსა და მშობლებს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი და ვუსურვო ყველას წარმატების, ბედნიერების და კარიერული წინსვლის წელი ჰქონოდეს.

მანანა  ნადიბაიძე, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

- მინდა მივულოცო ყველას, მთელ საქართველოს, დამდეგი 2019 წელი და ვისურვებ, რომ  მომავალი ბრწყინვალე და გამარჯვების გვქონოდეს. 

ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას. 

ლირა ღურწკაია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:


- გილოცავთ ახალ წელს თითოეულ  მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და გისურვებთ, რომ ეს წელი ხვავის, ბარაქისა და გამთლიანების წელი ყოფილიყოს. 

ქეთევან  ჭიპაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:


- მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვებთ წარმატებები და სიხარული არ მოგკლებოდეთ. 

მანანა ცუცქირიძე საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

 
- დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს და ვუსურვებ, რომ ბედნიერი, წარმატებული და ბარაქიანი წელი გვქონოდეს. 

ხათუნა ხმალაძე,  ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

   
- მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენს მომავალ თაობას, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც განათლების სისტემაშია ჩართული და ვუსურვო წარმატებები და პროფესიული წინასვლა. 

მაკა გულორდავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას, წინასვლას და 2019 წელი ყოფილიყოს სიმშვიდისა და მშვიდობის წელი. 

ნინო მეტრეველი, ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- დამდეგს ვულოცავ მთელ საგანმანათლებლო სივრცეს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. 

ქენან ომაროვი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- გილოცავთ ყველას ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. 

ირაკლი  სილაგაძე, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- ახალ წელს ვულოცავ განათლების სისტემას, პედაგოგებს, ჩვენს ძვირფას ბავშვებს და ვუსურვებ მათ, რომ მომავალი 2019 წელი ყოფილიყოს წარმატებული, როგორც, ცხოვრებაში, ასევე კარიერაში , ხოლო მოსწავლეებისთვის კი - სწავლაში. 

მარინა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- დამდეგ ახალ წელს ვულოცავ „ეტალონს“, IZRUNE.GE -ს და მათ ყველა მხარდამჭერს, ბედნიერი და  წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასთვის.

ცისმარ მაჭარაშვილი, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:  

- ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს. ბედნიერების, წარმატებების, წინსვლის წელი გვქონოდეს. 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი:

- მინდა ახალი წელი მივულოცო „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, თითოეულ თქვენგანს. ასევე მთელ საგანმანათლებლო საზოგადოებას. მინდა 2019 წელი წარმატებების წელი ყოფილიყოს.

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი: 

- მინდა ჩემს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას, ვისაც ვემსახურებით მივულოცო დამდეგი 2019 წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება და მშვიდობიანი 2019 წელი. ასევე მინდა იზრუნე.გე-ს ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, რადგან ამ პროექტის მხარდამჭერი მეგობარი და თანამოაზრე ვარ.

თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ზვიადაური: 

- დამდეგ ახალ წელს მივულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობას. ვუსურვებ: გონმრთელობას, ჯანმრთელობასა და სულმრთელობას. ერისა და ქვეყნის, მამულის სიყვარულს, კარგ სწავლას და გარჯას. დაე, მომავალი საქართველოს ისტორიის ღირსეული გამგრძელებლები ყოფილიყვნენ.

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი:

- მინდა 2019 წელი ბედნიერების, ჯანმრთელობის, წარმატებების წელი ყოფილიყოს ჩვენი ბავშვებისთვის და მთელი საქართველოსთვის.

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე:

 - მინდა მომავალი შობა-ახალი წელი  მივულოცო თითოეულ მოქალაქეს, ბავშვს, სკოლას, „ეტალონს“ და მთლიანად საქართველოს. ეს წელი ყოფილიყოს წინსვლის, გამარჯვებისა და წარმატებების წელი.

ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ რეხვიაშვილი:

- საახალწლოდ ვუსურვებდი „ეტალონსა“ და მასში მონაწილე სკოლებს, თითოეულ პიროვნებას წინსვლას, წარმატებას და უფრო მეტ გამარჯვებას. ასევე „ეტალონს“ ვუსურვებდი რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყოს უფრო მეტი წარმატებითა და შემართებით.

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე:
- ახალ წელს მივულოცავ მთელს საგანმანათლებლო სისტემას. ვისურვებ  შედეგიანი სწავლით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში.

დალი მინდიაშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

  - ვულოცავ ყველა ეტალონელს, ამ პროექტების ყველა გულშემატკივარს დამდეგ ახალ წელს და ყოველივე კარგს ვუსურვებ მათ.

გიორგი კობახიძე, ქარელის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის უფროსი:

- გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და მშვიდობიან და ნაყოფიერ წელიწადს გისურვებთ.

მილოცვა ვთხოვეთ ქუთაისის დელეგაციის წარმომადგენელს ბატონ ვაჟა ჯუღელს, რომელიც 25 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მისი პროექტების - ინტელექტ-ჩემპიონატის და  IZRUNE.GE -ს საქმიანობის მიმდინარე წლის შემაჯამებელი და ახალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე სტუმრად ბრძანდებოდა.

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი: 

- მინდა საქართველოს მივულოცო ახალი წელი. წარმატებული წელი ყოფილიყოს „ეტალონისთვის“ საქართველოს მოსახლეობისთვის. დაე, 2019 წელის ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანების დაწყების წელი ყოფილიყოს.

პარლამენტარების საახალწლო მილოცვა „ეტალონს“, IZRUNE.GE-სა და მთელ საქართველოს

 

„ჩემი შვილიშვილი ამერიკაში სწავლობს და იქიდან არის ჩართული izrune.ge-ში...“ დეპუტატები, დირექტორები „ეტალონის“ პროექტებს აფასებენ

პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა 

„ეტალონი“ და IZRUNE.GE ჰაერივით სჭირდება მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და ბავშვებსაც“ - სკოლის დირექტორების შთაბეჭდილებები პარლამენტიდან 

 „ეტალონი“ სასკოლო ცხოვრების ნაწილია, izrune.ge-ს აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა“ - რესურსცენტრის ხელმძღვანელები პარლამენტიდან

ღონისძიების ფოტოები იხილეთ სრულად


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება