სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პარლამენტარების საახალწლო მილოცვა „ეტალონს“, IZRUNE.GE-სა და მთელ საქართველოს
03-01-2019
-
+


ახალი წლის შემოსვლას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები ახლავს თავს. ამ დღეებში მიღებული მილოცვები და ყურადღება ადამიანებს გამორჩეულად სიამოვნებთ. ამჯერად, 2019 წლის დადგომა პარლამენტარებმა როგორც „ეტალონისა“ და IZRUNE.GE -ს შემოქმედებით გუნდს, ასევე მთელ საქართველოს მიულოცეს. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში:

„მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წეილ და შობის დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს და განათლების სისტემაში ჩართულ ადამიანებს რადგან, თითოეული პედაგოგის წარმატება ჩვენი მომავლის წარმატებაა. ვფიქრობ, განათლება არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის წინსვლა და გამორჩეული მიღწევები.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი:

მისასალმებელია პროექტი, რომელიც განათლების მიმართულებით არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს, სადაც ბავშვების ქმედითი აზროვნება იქნება გამოყოფილი და ისინი დამოუკიდებლად ისწავლიან ფეხზე დადგომას. განსაკუთრებით მივესალმები ქარიზმატულ, ყველგან ტევად და საქართველოს ყველა რეგიონში შესულ პროექტს - „ეტალონს“.  

2019 წელს სრულიად საქართველოს, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ქუთაისს, ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, ხელოვნებისა და სპორტის მუშაკებს, რომლებმაც წელს უამრავი სასიხარულო გამარჯვება მოგვიპოვეს,  ვუსურვებ უფრო დიდ წარმატებებს. 2019 წელი ბედნიერი, სიხარულის მომტანი, სიყვარულით სავსე და ჯანმრთელი წელიწადი ყოფილიყოს.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია: 

მინდა მივულოცო „ეტალონს“, მის ახალ პროექტს - იზრუნე.გე-ს და თითეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. ასევე შობა ახალი წელი მინდა მივულოცო  სრულიად საქართველოს და ვუსურვო წარმატებები და გამარჯვებები. ახალი წელი ყოველთვის არის ახალი იმედებისა და გეგმების განხორციელების წელიწადი, ამიტომ ვიყოთ იმედითა და რწმენით აღვსილები.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი კობა ლურსმანაშვილი:

2019 წელს მივულოცავ „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს, მის დამფუძნებელს გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ ყველა მოყვარულს და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ პროექტების განხორციელებას, რადგანაც ეს არის სიკეთის მომტანი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი გიორგი კოპაძე: 

„ეტალონი“ და მისი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან გვჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. „ეტალონს“ მოაქვს არამხოლოდ განათლება, არამედ ის ფასეულობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და მე ყოველთვის ამ პროექტის მხარდამჭერი ვარ და ვიქნები“

დამდეგ 2019 წელს ვულოცავ „ეტალონს“, განსაკუთრებით ბატონ გოჩას და მის გუნდს. მინდა წარმატებები გისურვოთ ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ყოველთვის ვარ „ეტალონის“ გვერდით და ვიქნები კიდეც, რადგან ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ.

იხილეთ ასევე:

„ჩემი შვილიშვილი ამერიკაში სწავლობს და იქიდან არის ჩართული izrune.ge-ში...“ დეპუტატები, დირექტორები „ეტალონის“ პროექტებს აფასებენ

პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა 

„ეტალონი“ და IZRUNE.GE ჰაერივით სჭირდება მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და ბავშვებსაც“ - სკოლის დირექტორების შთაბეჭდილებები პარლამენტიდან 

 „ეტალონი“ სასკოლო ცხოვრების ნაწილია, izrune.ge-ს აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა“ - რესურსცენტრის ხელმძღვანელები პარლამენტიდან 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ სრულად


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთნენ

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება