სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N39 სკოლის თეატრალურ სარდაფში მოსწავლეებმა მორიგი სპექტაკლი დადგეს
27-12-2018
-
+


თბილისის N39 სკოლის თეატრალურმა სარდაფმა, მორიგ სპექტაკლს „სათაგურს“ უმასპინძლა, რომელიც ამავე სკოლის VI- პირველი კლასის მონაწილეობით დაიდგა.

ღონისძიებას, რომელიც ნიჭიერი პატარა მსახიობების წყალობით განსაკუთრებული ემოციებით იყო დატვირთული, სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექტორმა ბესარიონ სიხარულიძემ etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლის თეატრალური სარდაფი სისტემატიურად მასპინძლობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, თეატრალურ წარმოდგენებს, კონცერტებსა და ლიტერატურულ შეხვედრებს, რომლებიც ამავე სკოლის პედაგოგების ორგანიზებით ხორციელდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენი სკოლისთვის ნამდვილად არ არის უცხო. ჩვენს გვაქვს სარდაფი, რომელიც აძლევს ჩვენს მოსწვალეებს საშუალებას გამოამჟღავნონ და განივითარონ სხვადასხვა უნარები. ეს არის სივრცე, რომელიც მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს და ფერადს ხდის. ცხადია, მე ამ ყველაფრის მიმართ მხოლოდ დადებითად ვარ განწყობილი და ამ სკოლაში მოსვლის დღიდან ვცდილობ მაქსიმალურად შევუწყო ხელი მათი საინტერესო იდეების განხორციელებას. ამ ყველაფერს ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები რომ ხედავენ ცხადია მოტივაცია მეტი აქვთ და ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ ღონისძიებიდან- ღონისძიებამდე გაიზარდონ და განვითარდნენ. ჩვენს სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების ორგანიზება, ტრადიციულად, ჩვენი სკოლის პედაგოგების მიერ ხორციელდება. დღევანდელ სპექტაკლზე, VI- პირველი კლასის დამრიგებელთან, მაია ჭაღიაშვილთან ერთად იმუშავა უნიჭიერესმა რეჟისორმა ვასო ღუნაშვილმა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა ვუთხრა “ 

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ სასკოლო ღონისძიებების მიმართ ინტერესს არა მხოლოდ დაბალი კლასის მოსწავლეები, არამედ უფროსკლასელებიც იჩენენ. მისი თქმით, სკოლაში ფუნქციონირებს სიმღერისა და ქართული ტრადიციული ცეკვის წრე. რომლებიც არა მხოლოდ სასკოლო ღონისძიებებში, არამედ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ბესარიონ სიხარულიძემ ღონისძიების მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და ახალი იდეა გააჟღერა, რომელმაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია :

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო წესით შევიტანოთ ცვლილება ჩვენი სკოლის მომავალი წლის ბიუჯეტში და გავარემონტოთ ჩვენი დიდი დარბაზი, სადაც ჩავატარებთ ასეთ არაჩვეულებრივ სპექტაკლებს და ღონისძიებებს. მართალია, ჩვენ ძალიან ბევრი საჭიროება გვაქვს სკოლაში, მაგრამ გპირდებით რომ ამასაც აუცილებლად შევძლებთ“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება