ხაჯალიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლაში საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები აქტიურად ტარდება. პედაგოგმა თამარ ნიკოლაიშვილმა მეოთხე კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი მშობლიურ ენაში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილმა კარგად ჩაიარა და პედაგოგმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა.
იხილეთ ფოტოები