| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რამდენიმე თვეა, რაც 9 წლის ნიკოლოზ ჩხაიძე საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როგორც მოზარდი www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამერიკულ ცხოვრებას ფეხი მალევე აუწყო.
მონატრებული დედ-მამის ნახვის სურვილმა მოზარდს საქართველოს დატოვება არ გაუჭირვა, თუმცა ამბობს, რომ სამომავლოდ კვლავ მშობლიურ ქვეყანაში სურს დაბრუნება.
ნიკოლოზი აქტიურად და დიდი მონდომებით ცდილობს, არ გაწყვიტოს კავშირი ქართულ სასწავლო პროგრამასთან. მეოთხე კლასის მოსწავლე Greenwich elementary school-ის გარდა, საკვირაო ქართულ სკოლა ლაზარეშიც დადის. ის www.izrune.ge-ს დიდ ოჯახსაც დაუმეგობრდა, რათა არ დაივიწყოს საქართველოში მიღებული ცოდნა და არ დაკარგოს კავშირი ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.
გთავაზობთ ინტერვიუს www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა მეგობარ ნიკოლოზ ჩხაიძესთან:
- რომელ ქალაქში იმყოფებით ?
- ვცხოვრობ New Jersey- ის შტატში, ქალაქ Stewartville- ში.
- გაგიჭირდათ თუ არა ამერიკულ ცხოვრების სტილთან შეგუება?
- არა, არ გამიჭირდა. ჩემი მშობლები ამერიკაში 4 წლის წინ წავიდნენ და ძალიან მინდოდა მათთან ერთად ყოფნა. ამერიკაში წასვლას დიდი სიხარულით შევხვდი, თუმცა სკოლაში პირველი კვირა ცოტა დაძაბული ვიყავი.
- რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამერიკაში?
- მომწონს ქვეყანა, ადამიანები და მათი განწყობა, ყველა იღიმის და ბედნიერია.
მასალის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას
„ვულოცავთ მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“
უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი