სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ - etaloni.ge-ს და izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
03-12-2018
-
+


საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ Etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსი „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“დასრულდა.

2 დეკემბრის მდგომარეობით, გამარჯვებულებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა,  I კლასის დამრიგებლის, ლედი ელიაშვილის  ფოტომ კი  - 3,5 ათასი მოწონება. 

N71 საჯარო სკოლის III4 კლასი

N71 საჯარო სკოლის I კლასი

მეორე ადგილი მოიპოვა თბილისის N106 საჯარო სკოლის Iკლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტომ, რომელსაც 969 მოწონება აქვს.

მესამე ადგილზე კი გავიდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია IV კლასის და კლასის მზრუნველი დამრიგებლის  ქეთევან ოჩინსკის ფოტოთი, რომელსაც 736 მოწონება აქვს.

Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს შემოქმედებითმა გუნდებმა ასევე გამოავლინეს თავიანთი რჩეულები.

Etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:

  • ხოჯორნის საჯარო სკოლა (სომხურენოვანი სექტორის პირველი-მესამე კლასკომპლექტის დამრიგებელი არმინე ხაჩატურიანი)
  • ფოთის N7 საჯარო სკოლა (III კლასის დამრიგებელი ნანა შენგელია)
  • გომაროს საჯარო სკოლა (მე-9 კლასის დამრიგებელი მალხაზ ფუტკარაძე)

Izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:

  • ციხისძირის საჯარო სკოლა (II კლასის დამრიგებელი ლეილა ქათამაძე)
  • ფურტიოს საჯარო სკოლა (მე-12 კლასის დამრიგებელი ფატი მახარაძე)
  • მათხოჯის საჯარო სკოლა (მე-10 კლასის დამრიგებელი აზა ფირცხალავა)

Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს ერთობლივი რჩეული კი გახდა:

  • კალას საჯარო სკოლა (I კლასის დამრიგებელი თამარ შუბითიძე)

შეგახსენებთ, რომ კონკურს „ჩემი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ მიმდინარე წლის 22 ნოემბერს დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო კლასს ან მოსწავლეებს გადაეღოთ შემოქმედებითი ფოტო მზრუნველ დამრიგებელთან ერთად და მოკლე მინაწერთან ერთად Etaloni.ge-სთვის მოეწოდებინა.

კონკურსის გამარჯვებულების და რჩეულების დაჯილდოება მიმდინარე წლის 15 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება.

Etaloni.ge ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.

Etaloni.ge წარმატებებს უსურვებს თითოეულ სკოლას, დამრიგებელს, მოსწავლეს, მშობელს და მომავალშიც არაერთ საინტერესო აქტივობას გპირდებათ!

იხილეთ Etaloni.ge-სა და Izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულების ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება