სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა ათასობით მოსწავლემ შეწყვიტა - იხილეთ საქსტატის მონაცემები
04-12-2018
-
+


2017-2018 სავალდებულო საბაზო განათლების მიღებამდე სწავლაა 4,143-მა მოსწავლემ მიატოვა. საერთო ჯამში კი გასულ სასწავლო წელს სწავლა 12 000 - ზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა - აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქართველოში სწავლას ყოველწლიურად 10 ათასზე მეტი მოსწავლე წყვეტს, მათი უმეტესობა კი ბიჭია. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეების რაოდენობა რომლებიც საბაზო განათლების მიღებამდე გამოდიან სკოლიდან, ეს იმ ფონზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საბაზო განათლების მიღება ანუ 9 კლასის ატესტატის აღება სავალდებულოა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით etaloni.ge გთავაზობთ ბოლო სამი სასწავლო წლის განმავლობაში რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და მათგან რამდენმა არ მიიღო სავალდებულო მინიმალური განათლება.

2015-2016 სასწავლო წელს სწავლა - 11,512-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან მეცხრე კლასის დასრულებამდე - 3,140;

2016-2017 სასწავლო წელს სწავლა - 11,796-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან მეცხრე კლასის დასრულებამდე - 3,544;

2017-2018 სასწავლო წელს სწავლა - 12,298-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან მეცხრე კლასის დასრულებამდე - 4,143.


აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ისეთი მოსწავლეების რაოდენობა რომლების სწავლას წყვეტენ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სავალდებულო განათლება ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში 11 ათასამდე მოსწავლეს არ მიუღია. ხოლო საერთო ჯამში სწავლა 35 ათასზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება