სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა მოსწავლეს გადაბარების საშუალება - დირექტორების პასუხები
26-11-2018
-
+


სკოლის საატესტატო გამოცდებში (CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

როგორ აფასებენ ამ ინიციატივას სკოლების დირექტორები? Etaloni.ge თემაზე სასაუბროდ მათ დაუკავშირდა.

ინაშარიძეების საჯარო სკოლა, მანანა ანანიძე:

ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. მოსწავლეებს შანსი უნდა მიეცეთ. ამით ისინი მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.  ამავდროულად, ერთ წელს არ დაკარგავენ. ვისურვებდი, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა, ქეთევან ობოლაშვილი:

ინიციატივას 100%-ით ვეთანხმები. მოსწავლეებს ემოციებისა და განცდების ფონზე მიღებული შედეგების გამოსწორება უნდა შეეძლოთ. შანსი უნდა მიეცეთ, რომ მათ ტესტები უფრო მშვიდად დაწერონ. ეს აუცილებელიც კია და მარიამ ჯაშს მადლობა, თუ ამ ინიციატივას განახორციელებს.

ფცის საჯარო სკოლა, დირექტორი გელა ქოთოლაშვილი:

ინიციატივას მივესალმები, ოღონდ ალბათ დარეგულირებული უნდა იყოს. მაგალითად,  მოსწავლე ორ და სამ საგანში თუ იჭრება, იმას  განმეორებითი გამოცდა წესით არ სჭირდება. წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ გარკვეული სტანდარტები დასჭირდება.

ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა სახარია:

გადასარევი ინიციატივაა. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ბავშვს, რომელიც ემოციური ფონის გამო ჩაიჭრა, შანსი კიდევ უნდა მიეცეს. ბავშვებისთვის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრა ძალიან მტკინვეულია. შესაბამისად ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია.

სართიჭალის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ირინა მაისურაძე:

ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეებისთვის ხელშეწყობა იქნება. არის შემთხვევები, როცა ისეთი ბავშვები ვერ ლახავენ ბარიერს, რომლებზეც დიდი იმედები მყარდება. ამის მიზეზი ძლიერი ემოციური ფონია. სწორედ ამგვარი ბავშვებისთვის შანსის მიცემა ძალიან კარგია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება