სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ცვლილებები იგეგმება სკოლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით - მარიამ ჯაში სიახლეების შესახებ
26-11-2018
-
+


სკოლის საატესტატო გამოცდებში (CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

„შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება, როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მათ შორის უნდა ველოდოთ დუბლირების შემცირების კუთხით გაერთიანებასაც. 2019 წლისთვისაც ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის მინისტრის პრეროგატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

შესაძლოა, გამოცდებთან დაკავშირებით 2019 წელსაც ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილებები. ჩემი პირადი ხედვა არის, რომ დუბლირება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე საგანს ვაბარებინებდეთ ბავშვებს, როგორც საატესტატო გამოცდებში, ასევე ეროვნულ გამოცდებში. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, იქ არის ერთი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგამოცდო სისტემა, რომლის ჩაბარების შემდეგაც მოსწავლე ადასტურებს თავისი ცოდნის დონეს. ძირითადად, ეს არის 3 ან 4 სტანდარტული გამოცდა, შემდეგ კი, უნივერსიტეტები საკუთარი უფლებამოსილების და წესდების მიხედვით განსაზღვრავენ სტუდენტების ჩარიცხვის წესებს.

ასევე, ჩემი რეკომენდაციაა მოსწავლეებს მივცეთ გადაბარების შანსი, რადგან დღეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია საატესტატო გამოცდების თითოეული ეტაპი და წარმატებულმა მოსწავლემ, თუნდაც ერთ გამოცდაში წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს სწავლის გაგრძელება შემდგომ ეტაპებზე. არის ქვეყნები, სადაც არსებობს საკომპენსაციო, დამაბალანსებელი ქულის მექანიზმი. მაგალითად, არაერთი მოსწავლის შემთხვევა ვნახეთ, რომ 8 სავალდებულო გამოცდიდან მან ჩააბარა 7, მაგრამ ერთ გამოცდაში ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი. მინიმალური ბარიერის უკან დგას სისტემა, რომელიც უცნობია პედაგოგებისთვისაც კი. ეს არის საკმაოდ დახურული სისტემა. ასეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი არ უნდა იყოს, ან უნდა მივცეთ მოსაწავლეებს საშუალება ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა. თუ მოსწავლე 7 გამოცდას აბარებს და ვერ აბარებს ერთს, რომელიც შეიძლება მისთვის პროფილური საგანი არ იყოს, ხდება შედეგების გათანაბრება, ეს დაახლოებით, საშუალო ქულის გამოყვანაა.

ჩემთვის მთავარია, აუცილებლად გადაიხედოს საატესტატო გამოცდები, შემცირდეს დუბლირება და აქცენტი გავაკეთოთ არა ტესტების ჩაბარებაზე, არამედ ტესტების შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ ახლა ვართ ტესტებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ უნდა ვიყოთ მოსწავლის განვითარებაზე და მის შემოქმედებაზე ორიენტირებული, ჩვენ ხარისხზე უნდა ვიზრუნოთ“,-განუცხადა მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება