TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იხილეთ რა შეღავათებით სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები/სტუდენტები
26-11-2018
-
+


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სურთ, 2019 წლიდან თბილისსა და ზუგდიდში მომზადება უფასოდ შეეძლებათ - აღნიშნული შესაძლებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარების სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.    

Etaloni.ge – ვრცლად გთავაზობთ იმ შეღავათების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც უკვე ვრცელდება, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და განათლების მიღების პროცედურების გამარტივებისთვის, 2009 წლიდან სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის შემოიღო გამარტივებული სისტემა - ჩარიცხვის გამარტივებული „1+4“ მექანიზმი და ე.წ ქვოტირების სისტემა.    

კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ადგილების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან, გამოყონ განსაზღვრული ადგილების 1% იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი, ხოლო 2016-2017 წლებიდან აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

ამასთან, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ მხოლოდ ერთი - ზოგადი უნარების გამოცდა - აფხაზურ ან ოსურ ენებზე და შესაბამისად ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის საფუძველზე. ყველა დანარჩენი აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ოთხი გამოცდა უმაღლესი განათლების მისაღებად. 
 
გამარტივებული სისტემის საფუძველზე ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები ერთვებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (ე.წ. 1+4) პროგრამაში, რომლის ერთწლიანი საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაგრძოს სწავლა თავდაპირველად შერჩეულ ფაკულტეტზე. „1+4“  პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს იმ აბიტურიენტების დასაფინანსებლად, რომლებიც მხოლოდ ერთი გამოცდით, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ზოგადი უნარების ტესტის საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
 
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი უნივერსიტეტის სტუდენტის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადმოსვლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირი ასევე იღებს უმაღლესი განათლებისთვის საჭირო სრულ დაფინანსებას და უგამოცდოდ ირიცხება შესაბამის უნივერსიტეტში.   

გარდა ამისა, ყოველწლიურად სრულად ფინანსდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ 150 სტუდენტის სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებებში ხვდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი საგნის ჩაბარების შედეგად.     

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება