სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები Izrune.ge-ს ირგვლივ თბილისის N149 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასის“ შესაქმნელად ერთიანდებიან
14-11-2018
-
+


თბილისის N149 საჯარო სკოლაში ლიდერი დირეტქორის, ნანა ჯუღელის ინიციატივით, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

წარმატებულ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და ტესტები მათთან ერთად პირდაპირ რეჟიმში გაიარა.

აუდიტორია პორტალის საოჯახო, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით აღფრთოვანებული დარჩა და Izrune.ge-ს დიდ ოჯახში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

სკოლის დირექტორის შეფასებით, პორტალი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებითა და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებასა და ქვეყნის წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. 

მშობლებისთვის კი Izrune.ge შვილების მისწრაფებების უკეთ გაცნობის, შემეცნებითი კომუნიკაციისა და მათ ბედნიერ მომავალზე ზრუნვის საუკეთესო გზაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა „მომავლის კლასის“ შესაქმნელად შვილების მეგობრებზეც დაიწყეს ზრუნვა და პორტალში სრული ჩართულობისა და მაღალი შედეგების მქონე კლასის ჩამოსაყალიბებლად პედაგოგებთან ერთად იმუშავებენ.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება