სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ბიძინა კულუმბეგოვი ხშირად მოავადე ბავშვების მშობლებს აფრთხილებს
14-11-2018
-
+


ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ხშირად მოავადე (სუსტი იმუნიტეტის მქონე) ბავშვების მშობლებს მიმართავს და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.   

"მშობლები ხშირად ამბობენ, ხოლმე, რომ ჩემს შვილს  სუსტი იმუნიტეტი აქვს - ვუმკურნალოთ ამ სუსტ იმუნიტეტს თუ დაველოდოთ როდის გაიზრდება ბავშვი და ყველაფერს ამას თავისით გადალახავს?!

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვის 6-7-ჯერ ვირუსული ინფექციით გაციება წლის განმავლობაში ნორმის მაჩვენებელია;
  • 1 წლიდან 5 წლამდე შესაძლებელია ინფექციებით 7-8-ჯერაც კი დაავადდეს წლის განმავლობაში, მაგრამ ნორმაა;
  • 5 წლიდან 10 წლამდე იკლებს დასაშვები ინფექციების რაოდენობა და დაახლოებით 5-6-მდე მცირდება.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ ინფექციების ფორმა იყოს მარტივი - მას არ უნდა სჭირდებოდეს ანტიბიოტიკებით განკურნება და სერიოზულ გართულებას არ უნდა ტოვებდეს.

თუ თქვენ ატყობთ, რომ თქვენს შვილს წელიწადში 4 და მეტი ყურის ინფექცია დაემართა, დაემართა 2 და მეტი ფილტვის ანთება, წლის განმავლობაში 2 და მეტი ანტიბიოტიკის გამოყენება დაგჭირდათ, ბავშვს დაემართა რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთება, მას აქვს აუხსნელი ტემპერატურები, ოჯახში გაქვთ იმუნური ნაკლოვანებების რაიმე გენეტიკური დაავადება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ ეს ყველაფერი სიღრმისეულად იყოს გამოკვლეული და მნიშვნელოვანი დიაგნოზი არ გამოგრჩეთ",-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვი  მშობლებს ასევე მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვის საძინებლის მდგომარეობას.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება