სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
09-11-2018
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2019“ მონაწილეობენ.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა პროექტი - „არ დაყარო ნაგავი, მოუფრთხილდი გარემოს“ განახორციელეს. 

მოსწავლეებმა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სლოგანი მოიფიქრეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და საკუთარი ნახატებით გააფორმეს. შემდეგ კი ბარათები მძღოლებს და ტურისტებს დაურიგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია ითვალისწინებდა მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და გარემოს დაცვაში მათ აქტიურ ჩართვას.

მოსწავლეები ბარათების დარიგების პარალელურად მოქალაქეებს უხსნიდნენ რა დამღუპველ გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო ნარცენები ბუნებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი გარემოს დაცვაში.

„აქცია საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი იმედოვნებს რომ მცირედი წვლილი შეიტანა გუდაურის, როგორც ტურისტულად აქტიური ზონის ბუნების დაცვაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება