სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალათბურთში ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონები გახდნენ
09-11-2018
-
+


მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ოლიმპიადა 2019“-ის მუნიციპალურ ტურში აქტიურად ჩაებნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.

მისაქციელის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს, როგორც  ვაჟებს, ასევე  გოგონებს, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც ჰქონდათ კარგი მიღწევები კალათბურთში. შეგახსენებთ, რომ  კალათბურთში  შეჯიბრებები 3x3-ზე პრინციპით ტარდება.

მონაწილე რვა გუნდიდან კალათბურთის ფინალში მისაქციელის საჯარო სკოლის ორივე გუნდი გავიდა. პირველი ადგილისათვის ერთმანეთს შეხვდნენ მისაქციელისა და ძალისის საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები, გოგონებს შორის კი - მისაქციელისა და მუხრანის საჯარო სკოლების გუნდები. მისაქციელის საჯარო სკოლის  ორივე გუნდი გახდა ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონი კალათბურთში.

სკოლის  დირექცია კიდევ  ერთხელ  ულოცავს  სკოლის  ვაჟ  და გოგონათა გუნდებს და მათ პედაგოგს  გიორგი  ხუროშვილს  მუნიციპალიტეტის  ჩემპიონობას და უსურვებს  შემდგომ  წარმატებებს  რეგიონულ და  რესპუბლიკურ  ეტაპებზე.

გამარჯვებულ მოსწავლეებს  სკოლის  დირექცია  სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება