სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ ბულინგის მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ „ინსტაგრამზე“ თქვენი ტკივილი გამიზიაროთ“​, - გურამ კაშია მოსწავლეებს მიმართავს
07-11-2018
-
+


PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ, სადაც კაშიამ მოსწავლეებთან პირად გამოცდილებასა და ბულინგის თემაზე ისაუბრა. გაიხსენა სკოლის პერიოდი, მაშინ, როდესაც მას თავად ჩაგრავდნენ.

„როდესაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის „კაი ბიჭები“ იყვნენ და გეკითხებოდნენ - „კაი ბიჭობა“ გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში.

სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. გოგონებთან ვმეგობრობდი. მართალი გითხრათ, ვერ ჩავდიოდი იმიტომ რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და „ხურდა მომე ბიჭოს" იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ სიტყვა ბულინგიც არ ვიცოდი, ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია. ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს“, - განაცხადა ფეხბურთელმა და მოსწავლეებს ურჩია, რომ თუ ვინმე მათ ჩაგრავს, გაუზიარონ ამის შესახებ მეგობრებს, მასწავლებლებს ან თავად მას მიწერონ ინსტაგრამზე.

„სკოლის ბუფეტში რომ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი ამით. ესე ვფიქრობდი. არადა ასე არ არის, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ შიშს განვიცდიდი. თუ რამის გეშინიათ, ვინმეს უნდა გაუზიაროთ. ეს მარტო ჩაგვრა არ იყოს. თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ, ვისაც ეტყვით. თუ ბულინგის მსხვერპლი ხართ, მონახეთ მეგობარი, ან ისეთი ადამიანი იყოს, მაგალითად დირექტორი, მასწავლებელი, ეს შეიძლება ვიყო მე. დღევანდელ დროს ისეა განვითარებული ყველაფერი, შეგიძლიათ, „ფეისბუქზე“ არა, მაგრამ „ინსტაგრამზე“ მომძებნოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ", - განაცხადა კაშიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება