TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხაშურში ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მონაწილე მოსწავლეები განსაკუთრებით მოტივირებულები აღმოჩნდნენ
18-01-2017
-
+


ხაშურში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხაშურში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.  

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ''ეტალონის'' ჯგუფი მათგან ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეებს გამოავლენს.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით, Etaloni.ge ხაშურის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის სპეციალისტს ნინო ლომსაძეს გაესაუბრა. 

მისი თქმით, ''ეტალონის'' შესარჩევი ტურები საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა:

“ჩვენ დავესწარით „ეტალონის’’ შესარჩევ ტურებს. საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა შეჯიბრი. მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ბავშვებს, კითხვები კარგად იყო შერჩეული და მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან.”

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის სპეციალისტი დოდო ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრის დროს არანაირი დარღვევა არ ყოფილა: 

''ეტალონის'' შესარჩევი ტურები საკმაოდ მაღალ ორგანიზებულად მიმდინარეობდა სკოლებში. გარემო იყო ძალიან მორგებული ბავშვებზე. ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ, ერთმანეთისგან მოშორებით. ტესტები სხვადასხვა ჰქონდათ. იყო მშვიდი გარემო მუშაობისთვის. არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ბავშვებმა დროზე ადრეც კი დაამთავრეს ტესტებზე მუშაობა.''

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ზვიად გოგუაძის თქმით, ‘’ეტალონის’’ შესარჩევმა ტურმა უხარვეზოდ ჩაიარა: 

„არანაირი დარღვევა არ იყო, რამდენიმე სკოლაში რესურსცენტრი დააკვირდა ტესტირების პროცესს. ყველა სკოლაში გადავამოწმეთ შესარჩევი ტური. კონკურსი ჩატარდა მითითებულ დროებში. მოსწავლეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩაერთო ამ კონკურსში. აბსოლუტურად უხარვეზოდ ჩაიარა ყველაფერმა. “

აღსანიშნავია, რომ ხაშურში ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მონაწილე მოსწავლეები განსაკუთრებით მოტივირებულები აღმოჩნდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ''ეტალონი'' მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მასში მონაწილეობას მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება