სიახლეები
სიახლეები

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის შეჩერებას ითხოვს
05-10-2018
-
+


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მთავრობას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის შეჩერების წინადადებით მიმართავს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ფერაძის განცხადებით, უნდა დამტკიცდეს ინიცირებული საპროექტო წინადადება, რომელიც უფროსის და წამყვანის სტატუსმოპოვებული მასწავლებლისთვის ე.წ. სტატუსის ჩამორთმევის გაუქმებას გულისხმობს.

Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა არერთხელ დააყენა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის შეჩერების საკითხი.

სქემის მოქმედი რედაქციის გაუქმებაში ვგულისხმობთ მისი ბიუროკრატიზმის სრულ მოსპობას, გართულებული კრედიტქულების, ე.წ. გარედაკვირვების, მასწავლებელთა გადამზადებაში მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მონოპოლიის გაუქმებას და ა.შ. ბიუჯეტიდან, ხსენებული ცენტრის დაფინანსების ნაცვლად, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის თავად მასწავლებელს უნდა მიეცეს ფინანსური ვაუჩერი, რომლითაც თავადვე გადაწყვეტს კარიერული წინსვლის რომელ მიმართულებაზე გამოიყენებს მას (ტრენინგები, შიდასასკოლო აქტივობები, კვლევები თუ სხვა).

ამავდროულად, დამწყები სპეციალისტებისთვის მასწავლებლობის უფლების მოპოვება უნდა გამარტივდეს  და მასწავლებელს უნდა მიენიჭოს სრული ნებაყოფლობითი თავისუფლება შემდგომი წინსვლისთვის. 

უნდა დამტკიცდეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ზეწოლით რამდენიმე თვის წინ ინიცირებული საპროექტო წინადადება, რომელიც გულისხმობს უფროსის და წამყვანის სტატუსმოპოვებული მასწავლებლისთვის ე.წ. სტატუსის ჩამორთმევის გაუქმებას და საერთოდ, ყოველ შემდგომ სტატუსზე გადასვლაც უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ყოველგვარი კონკრეტული ვადები უნდა გაუქმდეს.

გადასახედი ან საერთოდ გასაუქმებელია ე.წ. კრედიტქულების დაგროვების  არსებული მოდელი. მისი შენარჩუნების შემთხვევაში ის უნდა იყოს ბევრად გამარტივებული და მასწავლებლის შრომის იმ შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, რაც აისახება მოსწავლეზე და არა ე.წ. სავალდებულო აქტივობების გარეგნულ შეფუთვაზე.  მაგრამ, სანამ ძალაშია არსებული მოდელი, კრედიტქულების სახელფასო ანაზღაურებასთან ბმის უფრო რეალურობისა და სამართლიანობისთვის საჭიროა განისაზღვროს თითოეული კრედიტქულას ფინანსური ექვივალენტობა.

მოცემულ ეტაპზე მასწავლებლის სტატუსების დანამატს თუ ერთ კრედიტქულაზე დავიყვანეთ, ერთ კვირეულ საგაკვეთილო საათზე ის შეადგენს უფროსი მასწავლებლისთვის 0, 28, ანუ თვეში 16,81 ლარს,   წამყვანისთვის 0,43 ლარს, თვეში 26,31 ლარს,  მენტრორისთვის 0,46, თვეში 28 ლარს  (დარიცხვით) ოღონდ, მასწავლებელს სახელფასო დანამატი მხოლოდ სრული და მეტი დატვირთვის (განაკვეთის) შემთხვევაში ერიცხება. ნაკლებ საათობრივ დატვირთვაზე კი სტატუსის დანამატი არ გაიცემა.

ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომის გამორიცხვისთვის ჩვენ ვითხოვთ საერთოდ გაუქმდეს სტატუსის დანამატი (როგორც დანამატის „ფორმა“)  და ის პირდაპირ აისახოს მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოში კოეფიციენტის სახით. ანუ, სქემით გათვალისწინებულ სტატუსსა და კრედიტქულას უნდა მიენიჭოს შესაბამისი კოეფიციენტი და ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ის პროპორციულად   უნდა  გადანაწილდეს. ამავდროულად, ჩვენ ვითხოვთ, რომ  ამა თუ იმ სტატუსის მქონე მასწავლებლის  თითოეული კრედიტქულა უნდა იყოს ანაზღაურებადი. მაგალითად, პრაქტიკოსი მასწავლებელი ნებისმიერ დაგროვებულ კრედიტქულაზე ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში. უნდა იღებდეს ამ კრედიტქულის ექვივალენტურ ფინანსურ ანაზღაურებას.

თუმცა უნდა არსებობდეს ზოგადი საათობრივი დატვირთვის მინიმალური ზღვარი. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციულ ჩაგვრაში მოყვნენ ე.წ. უფროსი მასწავლებლებიც. უკანასკნელი სახელფასო ზრდა მათ დანამატს არ შეხებია. მათი და სხვა პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით მოცემულ ეტაპზე, მცირედ მაინც უნდა გაიზარდოს ყოველი სტატუსის მქონე მასწავლებლის ხელფასი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურების ოდენობა მინიმალურადაც ვერ უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა, ვითვალისწინებთ რა არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, დასაწყისისთვის ვითხოვთ ძალიან მიზერულ სახელფასო მატებას, კერძოდ:

პრაქტიკოსიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღწევამდე ყოველ კრედიტქულაზე მასწავლებლის სახელფასო ანაზღაურება უნდა გაიზარდოს თითოეულ საგაკვეთილო საათზე თვეში  1,46 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განაკვეთზე თუნდაც 1 კრედიტქულის მქონე პრაქტიკოს მასწავლებელსაც კი არსებული ყოველთვიური ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში კიდევ  22 ლარით, ორ კრედიტქულაზე 44 ლარით და ა.შ. გაეზრდება (დატვირთვის შემცირების შემთხვევაში კი პროპორციულად შეუმცირდება), რითაც  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეზე ეს ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში მიაღწევს მისი საბაზო ხელფასის გაზრდას კიდევ 418 ლარით (ნაცვლად მოქმედი 320 ლარისა). 

უფროსიდან წამყვან მასწავლებლობამდე მასწავლებლისთვის თითოეული კრედიტქულა უნდა გაიზარდოს თითოეულ საგაკვეთილო საათზე  თვეში 1,80 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განაკვეთზე 1 კრედიტქულის მქონე უფროსი მასწავლებელს არსებული ხელფასი კიდევ  27 ლარით, ორ კრედიტქულაზე 54 ლარით და ა.შ. გაეზრდება. ამით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონეზე ეს ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში მიაღწევს მისი საბაზო ხელფასის გაზრდას 513 ლარით (ნაცვლად მოქმედი 500  ლარისა)  წამყვანიდან მენტორის სტატუსამდე მასწვლებლის სახელფასო ანაზღაურება კი უნდა გაიზარდოს თითოეულ  საგაკვ საათზე  თვეში 1,86 ლარით.

ცხადია, ჩვენი შემოთავაზებული წინადადება გულისხმობს ცვლილებებს მთავრობის შესაბამის (68-ე) დადგენილებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ( №126/ნ) და მოსწავლის ფინანსური ვაუჩერის ოდენობის ზრდას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის შესახებ მთავრობის დადგენილებაც შეიცავს კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ ელემენტს, რითაც კერძო სკოლის მოსწავლეები შემცირებული ვაუჩერით ფინანსდებიან. ამიტომ, უნდა გაუქმდეს მთავრობის დადგენილების  შესაბამნისი მუხლი, რომლებიც კერძო სკოლების მოსწავლის ვაუჩერის ოდენობას განსაზღვრავს და ეს ოდენობა უნდა გაუთანაბრდეს საჯარო სკოლის მოსწავლის ვაუჩერის ოდენობას“, - ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები გამოაცხადა

დანაშაული სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

იხილეთ კანდიდიატების სია, რომლებმაც წარმატებიტ ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდა 

ლექსები, რომელებიც პირველკლასელებს შეგიძლიათ ასწავლოთ 15 სექტემბრისთვის

რეგისტრაცია 1-ელი სექტემბრიდან იწყება - დეტალები

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

 ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები გულითადად ულოცავენ ქალბატონ ციალას ფილოლოგიის დოქტორის ხარისხს და უსურვებენ შემდგომ წარმატებებს

ხიხანის საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს მათ

„ვამაყობთ თქვენი წარმატებით“, - სიღნაღის საჯარო სკოლა თავის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება