სიახლეები
სიახლეები

როგორ აფასებენ დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოებს პედაგოგები და ექსპერტები
03-10-2018
-
+


2018-2019 სასწავლო წელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით დაიწყო. etaloni.ge დაინტერესდა მოსწონთ თუ არა ახალი წიგნები მასწავლებლებს და ექსპერტებს. როგორც აღმოჩნდა მათი შეფასება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განსხვავებულია. 

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა ნაწილისთვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები ძველთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა დიდ განსხვავებას მაინც ვერ ხედავენ. 

როგორც ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო სულაბერიძე etaloni.ge -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ გრიფირებულ სასწავლო წიგნებსა და ძველ წიგნებს შორის რადიკალური განსხვავება არ არის.

„პირველ მესამე კლასის მოსწავლეებს ვასწავლი მათემატიკას. ვერ გეტყვით, რომ ახალ გრიფირებულ წიგნებსა და ძველ სასკოლო წიგნებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ახალ წიგნები უფრო მეტად არის სავარჯიშოებით დატვირთული.

„მე ყოველთვის ვიყენებ დამხმარე სახელმძღვანელოებს, მხოლოდ ერთი წიგნით შედეგის მიღწევა და საფუძვლიანი ცოდნის მიღება რთულია, ამიტომ ახალ წიგნებამდე, წინა წლებშიც და ახლაც ყოველთვის ვიყენებდი არაერთ დამხმარე სახელმძღვანელოს“.

ახალი გრიფირებული წიგნებით კმაყოფილია ტუნაძეების სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი დავით ხარაბაძე.

„ახალი გრიფირებული წიგნებით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ვასწავლი. ვფიქრობ, ახალი წიგნები უკეთესია“, - გითხრა პედაგოგმა.

დაწყებითი კლასის ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დაწყებითის პედაგოგი ელისო დანელიაც აფასებს.

„ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ, ნამდვილად უკეთესი წიგნებია შინაარსობლივადაც და სავარჯიშოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ელისო დანელიამ.

პედაგოგების პოზიციისგან განსხვავებით განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია დაწყებითი კლასის გრიფმინიჭებული სახელმძრვანელოების მიმართ გაცილებით კრიტიკულია და  etaloni.ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ შეუძლებელია რაიმე ახლის შემცველი და რადიკალურად განსხვავებული იყოს. აღნიშნულის მიზეზად კი რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს, პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებას, სახელმწიფოს მხრიდან გამომცემლობებთან თანამშრომლობაზე უარს, ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენებასა და მასწავლებლებისთვის სასურველი რესურსების გამოყენების შესაძლებლობის არ ქონას.

უფრო კონკრეტულად: 

პირველი მიზეზი ის არის, რომ პროცედურები არ არის სწორად დაწყობილი. სახელმწიფო გაცილებით ნაკლებ დროს აძლევს გამომცემლობებს სახელმძღვანელოების განვითარებისთვის და გაცილებით დიდ დროს ხარჯავს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების შემოწმებაზე.

მეორე - სახელმწიფო არ თანამშრომლობს გამომცემლობებთან. ის უბრალოდ ყიდულობს წიგნებს, თითქოს ეს იყოს არა ინტელექტუალური პროდუქტი, არა რესურსი რომელიც სასწავლო გეგმას უნდა შეესაბამებოდეს, არამედ თითქოს ეს არის თავისთავად არსებული წიგნი, რომელიც ისედაც იარსებებდა საერთოდ რომ არ იყოს ეროვნული სასწავლო გეგმა და ეს არასწორია. თუ სახელმწიფოს უნდა რომ განავითაროს წიგნები, მაშინ უნდა დაეხმაროს გამომცემლობებს რომ გაძლიერდეს მათი შესაძლებლობები და კომპეტენციები.

სახელმწიფო უნდა გამოსცემდეს სხვადასხვა მასალას სკოლები რომ ნახოს როგორ მუშაობს, უნდა ეხმარებოდეს გამომცემლობებს უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანით, მათი დატრენინგებით. ასევე შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გამომცემლობებს რომ ისინი დაელაპარაკონ სასწავლო გეგმის ავტორებს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან რისი მიღწევა როგორ იქნება სასურველი.

მესამე რატომაც არ ვითარდება ეს სფერო ის არის რომ სახელმწიფო არ ითვალისწინებს იმას რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ და როგორ განვითარდა ტექნოლოგიები. დღეს ქაღალდის გარდა არსებობს საშუალებები საიდანაც ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა სახელმწიფო მოსწავლეებს ურიგებს კომპიუტერებს და მათ აქვთ პერსონალური ლეპტოპი, მაგრამ ამავდროულად ცდილობს ქაღალდზე განავითაროს ისეთი საგნები რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს. მაგალითად მუსიკაში სულ არ არის აუცილებელი სახელმძღვანელო და ელექტრონული მასალითაც შეიძლება იგივე მიზნის მიღწევა.

მეოთხე პრობლემა რის გამოც არ ვითარდება ეს სფერო ის არის, რომ მასწავლებლებს რომლებსაც ვანდობთ ჩვენი შვილებს აღზრდას არ ვენდობით რესურსების არჩევის დროს. თუ მასწავლებელს არ შეუძლია აარჩიოს მისთვის სასურველი რესურსი, ყოველთვის იარსებებს პრობლემა, რომ მისთვის სასურველი რესურსები რომლებსაც გაცილებით რთული და დახვეწილია სახელმწიფო არ აღიარებს, როგორც სახელმძღვანელოებს და მასწავლებელს აიძულებს ისეთი წიგნები აირჩიოს, რომელიც ყველაზეა გათვლილი და არა კონკრეტული სკოლის მოსწავლეებზე და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს კონფლიქტი.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

სკოლებში 150-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 24 საათში გამოცხადდა - პირობები, ვადები და დეტალები

სკოლის ექიმები  960, ხოლო ექთნები 800 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ - დადგენილება 

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

NAEC-ის ახალი დირექტორი თამარ მემანიშვილია - წერეთელმა თანამდებობა 15 იანვარს დატოვა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება